გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2313
სათაური: დასაქმების პრობლემები და მათი დაძლევის გზები საქართველოში
ავტორები: აბესაძე, თემური 
ხელმძღვანელი: ცარციძე, მურმან 
ხარისხის სახელი: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა / Economics
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დასაქმება
დასაქმების პრობლემების
საქართველო
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Employment is a multifaceted socio-economic category associated with the participation of
people in labor activities in terms of raising then welfare of the country. The issue of
employment is also relevant in Georgia and the specific features and requirements of the
Georgian society add to the special scale of the event. The aim of this paper is to conduct an indepth analysis of the employment situation in Goergia and also to find optimal ways ro
eliminate problems.
The structure of the paper consists of three main chapters. The first chapter examines the
essence of employment as an important macroeconomic category and its main forms, discusses
the methodological bases for determining the status of employees in Georgia and the system of
evaluation indicators.
The second chapter describes the current situation in the field of employment in Georgia at
the initial stages of post-communist transformation and the current situation in the field of
employment in Georgia at the initial stages of post-communist transformation and the current
stages of labor market formation. It also analyzes the problems of employment and the main
causes of it in our country.
The third chapter evaluates the modern policy of labor and employment in Georgia, The
importance of an active employment policy and estimated directions for overcoming effective
employment.

დასაქმება მრავალმხრივი სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიაა, რომელიც ქვეყნის
კეთილდღეობის ამაღლების თვალსაზრისით შრომით საქმიანობაში ადამიანთა
მონაწილეობასთან ასოცირდება. ფაქტობრივად, დასაქმების სტრუქტურა წარმოდგენას
გვიქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესა და მის ცალკეულ დარგებში
მიმდინარე ცვლილებებზე. თანამედროვე განვითარებული სახელმწიფოებიც კი
უმუშევრობისა და ეფექტიანი დასაქმების კომპლექსური პრობლემის წინაშე დგანან.
დასაქმების საკითხი საქართველოშიც აქტუალურია და მოვლენას განსაკუთრებულ
მასშტაბურობას ქართული საზოგადოების სპეციფიკური თავისებურებები და
მოთხოვნებიც სძენს. წინამდებარე ნაშრომის მიზანია საქართველოში დასაქმების
მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზი, ეფექტიანი დასაქმების ხელისშემშლელი
მიზეზების მეცნიერული კვლევა და პრობლემების აღმოფხვრის ოპტიმალური გზების
ძიება.
ნაშრომის სტრუქტურა შედგება სამი ძირითადი თავისაგან. პირველ თავში
შესწავლილია დასაქმების, როგორც მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიის
არსი და მისი ძირითადი ფორმები, განხილულია დასაქმებულის სტატუსის
განსაზღვრის მეთოდოლოგიური საფუძვლები საქართველოში და შეფასების
მაჩვენებელთა სისტემა.
მეორე თავში აღწერილია დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობა
საქართველოში პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის საწყის და შრომის ბაზრის
ფორმირების მიმდინარე ეტაპებზე. ასევე გაანალიზებულია დასაქმების
თავისებურებები, პრობლემები და მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები ჩვენს
ქვეყანაში.
მესამე თავში შეფასებულია შრომისა და დასაქმების თანამედროვე პოლიტიკა
საქართველოში. დასაბუთებულია დასაქმების აქტიური პოლიტიკის მნიშვნელობა და
მისი გატარების აუცილებლობა ქვეყნისათვის. ასევე, ჩამოყალიბებულია უმუშევრობის
დაძლევისა და ეფექტიანი დასაქმების ხელშემწყობი სავარაუდო მიმართულებები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2313
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Abesadze.pdfდასაქმების პრობლემები და მათი დაძლევის გზები საქართველოში1.35 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

152
checked on Jun 11, 2024

გადმოწერა

549
checked on Jun 11, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.