გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2043
სათაური: ქართული ტურიზმის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე
ავტორები: ბობოხიძე, ანი 
ხელმძღვანელი: დალაქიშვილი, რუსუდან 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საერთაშორისო მარკეტინგში
სასწავლო პროგრამის სახელი: საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Business 
ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: COVID 19
ტურიზმის ინდუსტრია
მარკეტინგი
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თემის აქტუალობა. ტურისტული ბიზნესი თანამედროვე ეტაპზე მიჩნეულია მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე სწრაფ განვითარებად დარგად. კერძოდ, იგი შედის სამი უმსხვილესი საექსპორტო დარგის რიცხვში ნავთობპროდუქტებისა და ავტომშენებლობის შემდეგ. ამასთანავე ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე რენტაბელურ სფეროს. ამ სფეროში დასაქმებულია დედამიწაზე არსებული სამუშაო ძალის 60%. ამიტომ ტურისტული ბიზნესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია საქართველოს ეკონომიკის აღორძინება განვითარებისათვის, რომელსაც თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალითა და მრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოში. ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება მსოფლიო მასშტაბით, რაც განპორობებულია ცალკეული ქვეყნის ეკონომიკაზე ტურისტული ბიზნესის გავლენის გაფართოებით.
ეკონომიკაში თითქმის შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი ურთიერთდამოკიდებული დარგები, როგორიცაა მოგზაურობის ორგანიზაცია და სასტუმრო–სარესტორნო მომსახურება. ამასთან ერთად ეს ურთიერთდამოკიდებულება სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ამიტომ ტურიზმის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში და კომპლექსური პრობლემის წარმატებით გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს მეცნიერულ საფუძველზე ტურისტული ბიზნესისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით.
დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ცვლილებები, ქვეყნებსა და საწარმოებს შორის კონკურენტული ურთიერთობები საჭიროებენ მწარმოებელთა ორიენტაციას მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის და საწარმოთა სწორი მარკეტინგული განხორციელება.
URI: https://openscience.ge/handle/1/2043
ჩანს კოლექციებში:ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Bobokhidze.pdfქართული ტურიზმის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზე1.44 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

201
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

2,500
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.