გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1408
სათაური: 1990-იანი წლების საქართველოში დაოჯახებული არასრულწლოვანი გოგოები და მათი დღევანდელი გამოწვევები
ავტორები: კვინიკაძე, გვანცა 
ხელმძღვანელი: წულაძე, ლია 
ხარისხის სახელი: Master of Social Sciences (MSocSc) in Gender Studies
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი გენდერის კვლევებში
სასწავლო პროგრამის სახელი: გენდერის კვლევა. Gender Studies
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: 1990-იანი წლების საქართველო
დაოჯახებული არასრულწლოვანი გოგოები
დღევანდელი გამოწვევები
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
My Master paper is concerned with researching the early marriage problem in 1990s Georgia.
The goal of the research was to study marriage influence on underage girls lives. Also, I have
studied the main reasons, which were creating preconditions and were influencing young
people to start a family. In the frame of the research, I have studied what knowledge girls had
about sexual and reproductive health and rights, how they faced new challenges and what was
their way of coping with stress. Besides, I was interested in if they had access to education,
employment, self-realization and independence. The research gave me the opportunity to
observe a variety of problems that girls faced in the past and also, how they overcame those
problems.
48
The paper is based on results of the qualitative research and indicates that there were cases of
basic human rights violation in the families created by young people. The underage girls
experienced domestic violence, did not have access to education and were later followed by
employment problems. The research participants had severe health complications, in some
cases life threatening ones. Underage girls could not escape unwanted, violent relationships and
had to stay in marriage against their wills.
In the frame of this research, I had chance to observe how early marriage affected young girs,
how they dealt with problems and what is their reflection on the past.
At the end of this research I have made recommendations, regarding further research of the
above-mention group to explore other violations. Also, I recommend using the results of this
research and studied experience in programs to raise awareness and make this data accessible to
groups working on early marriage issues.

ჩემი სამაგისტრო ნაშრომი შეეხება 1990-იანი წლების ადრეულ ქორწინებას საქართველოში. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, დამედგინა, თუ რა გავლენა იქონია ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნამ ქალების ცხოვრებაზე. შევეცადე შემესწავლა ის გარემოებები, რომლებიც ქმნიდნენ წინაპირობას არასრულწლოვანების მიერ ოჯახის შექმნისათვის, გარკვეულწილად უბიძგებდნენ ან ხელს უწყობდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას. კვლევის ფარგლებში დავადგინე, რამდენად მზად იყვნენ გოგოები ახალი ცხოვრებისეული გამოწვევებისათვის რომელიც დაკავშირებული იყო ქორწინებასთან და როგორ უმკლავდებოდნენ მათ. ამასთანავე, ვიკვლიე, რა ცოდნა ჰქონდათ გოგოებს დაოჯახებამდე სექსუალური და რეპროდუქციული საკითხების შესახებ. შევეცადე დამედგინა, რამდენად შეძლეს მათ სათანადო განათლების მიღება, პროფესიული განვითარება, ფინანსური და პიროვნული დამოუკიდებლობის მოპოვება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. კვლევამ საშუალება მომცა დავკვირვებოდი, რა ტიპის პრობლემებს აწყდებოდნენ არასრულწლოვანი გოგოები წარსულში და რამდენად მოახერხეს მათი დაძლევა დღეისათვის.

ნაშრომი ეყრდნობა თვისებრივი კვლევის შედეგებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახში ირღვეოდა ადამიანის საბაზისო უფლებები. გოგოები ხშირად იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, ეზღუდებოდათ განათლების უფლება, რაც შემდგომში ქმნიდა დასაქმების პრობლემას. მათ ექმნებოდათ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს ატარებდა. გოგოების უმრავლესობა მრავალი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა არასასურველი ურთიერთობებისათვის თავის დაღწევას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რჩებოდა ქორწინებაში, ძალადობის ფაქტების მიუხედავად.

კვლევისთვის ფარგლებში შესაძლებლობა მქონდა დავკვირვებოდი, როგორ შეიცვალა გოგოების ცხოვრება დაოჯახების შედეგად, რა გით შეძლეს მათ პრობლემებიდან თავის დაღწევა და როგორ აფასებენ საკუთარ წარსულს დღევანდელი გადმოსახედიდან.

კვლევის დასკვნით ნაწილში შემოთავაზებულია რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული ნაშრომის შედეგების გაცნობა იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ადრეული ქორწინების პრობლემაზე მუშაობენ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1408
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA-Thesis.Kvinikadze copy (1) genderi.pdf1990-იანი წლების საქართველოში დაოჯახებული არასრულწლოვანი გოგოები და მათი დღევანდელი გამოწვევები452.8 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

304
checked on Oct 2, 2024

გადმოწერა

484
checked on Oct 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.