Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1042
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorბრეგვაძე, ლაშაka
dc.contributor.authorხუჯაძე, ჟირონka
dc.date.accessioned2019-12-12T10:06:45Z-
dc.date.available2019-12-12T10:06:45Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/1042-
dc.description.abstractგლობალიზაციის პირობებში სამართლის სოციალური ევოლუცია მიმდინარეობს როგორც სამართლის შინაგანი ლოგიკის, ისე სხვა სოციალურ ქვესისტემათა გარეგანი ინტერაქციების შედეგად, რაც განაპირობებს სამართლის, როგორც საზოგადოების შემადგენელი ერთ-ერთი ქვესისტემის, მახასიათებლების სახეცვლილებას, მათ სხვაობას ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტებთან მიმართებით. თავის მხრივ, ცვლილებები დოგმატური სტრუქტურისა თუ მასთან დაკავშირებული ემპირიული რეალობისა, განაპირობებს სამართალზე დასაკვირვებელი მექანიზმების მრავალგვარობას. შესაბამისად, საზოგადოებრივი განვითარების კვალდაკვალ, განსაკუთრებით გლობალიზაციის, პრივატიზაციისა და დიგიტალიზაციის პროცესებთან თანხვედრაში, სამართლის შინაგანი თუ გარეგანი აღწერილობა, სამართლის მოქმედების საზოგადოებრივ საფუძვლებსა თუ ნორმატიულ-სტრუქტურულ მახასიათებლებზე დაკვირვება, უნდა წარიმართოს ძირითადი რეალური ფაქტორების გაანალიზებით, რაც წინაპირობაა იმისა, რომ თავისი საზოგადოებრივი წარმომავლობის, შინაგანი კულტურისა და თვითდამფუძნებელი ხასიათის გათვალისწინებით, სამართალი თანდათან, გლობალიზაციის ტენდენციურობისა და მკვეთრი ზრდის პირობებში, შორდება სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა გაერთიანებებათა მიერ განპირობებული რეჟიმის ცნებას. სამართლის საზოგადოებრივი წარმომავლობა და მისით დეტერმინირებულობა ნათლად აღქმადია როგორც გლობალური წესრიგის, ისე ლოკალური, ისტორიული პროცესების ანალიზის საფუძველზე; როგორც ჩვეულებითი, ისე ტრანსნაციონალური სამართლებრივი ნორმების არსებობა და ქმედითი ფუნქციონირება დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო სუვერენის ნება და ხედვა სამართლის დაფუძნებასა თუ იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს მართლწესრიგი ზოგადად, არ არის ერთადერთი. მეტიც, იმ პირობებში, როდესაც ისტორიულად "სახელმწიფოს საქმედ" მიჩნეული ფუნქციების დელეგირება მიმდინარეობს კერძო აქტორებზე, როდესაც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრები ლოკალური ადგილებიდან გლობალური მასშტაბებისაკენ ინაცვლებს, როდესაც ტრანსნაციონალური კერძო ორგანიზაციების ხელში ერთიანდება როგორც კაპიტალი, ისე ძალაუფლებისა თუ ავტორიტეტულობის მექანიზმები, სამართალი წარმოგვიდგება, როგორც ორგანიზაციულ-სტრუქტურულ სისტემათა მიერ კერძო სექტორებში წარმოქმნილი განმეორებადი პროცესების სპონტანური გააზრების საფუძველზე აღმოცენებულ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც თავდაპირველად ან იქამდე, სანამ სახელმწიფო თუ სახელმწიფოთა გაერთიანება საჯარო-მმართველობით დონეზე მოახდენს მათ ინკორპორირებას, უშუალოდ მოქმედების ძალითაა აღჭურვილი "მინი-საზოგადოებების", როგორებიცაა მეცნიერება, ტექნოლოგია, სპორტი, ვაჭრობა და ა.შ., დონეზე.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectკონსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს გარეშეka
dc.subjectსაზოგადოებრივი კონსტიტუციონალიზმიka
dc.subjectზესახელმწიფოებრივი კონსტიტუციების აღმოცენებაka
dc.titleკონსტიტუციონალიზაციის პროცესი პოსტნაციონალურ საზოგადოებაში : მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონსტიტუცია გლობალურ კაპიტალსა და ლოკალურ პროტესტს შორისka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.grantfulltextopen-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro khujadze.pdfკონსტიტუციონალიზაციის პროცესი პოსტნაციონალურ საზოგადოებაში : მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონსტიტუცია გლობალურ კაპიტალსა და ლოკალურ პროტესტს შორის975.22 kBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

137
checked on Jun 10, 2024

Download(s)

1,553
checked on Jun 10, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.