Options
ლოგისტიკის აუთსორსინგი და 3PL მომსახურება
Date Issued
2019
Author(s)
Institution
Publisher
Abstract
თანამედროვე სამყაროს სწრაფი პროცესების განუწყვეტელი სვლის პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს პროცესების ოპტიმიზაციისა და მოვალეობათა სწორად გადანაწილების საკითხი. კომპანიების სამუშაო პროცესი, ხშირად, დაკავშირებულია სხვა და სხვა სახის, ურთიერთდამოკიდებული ოპერაციების ერთობლივ შესრულებაზე. ნაშრომის მთავარ თემას წარმოადგენს ლოგისტიკის აუთსორსინგი და 3PL სერვისის პროვაიდერების შერჩევა.
პირველ ეტაპზე, გადმოცემულია ლიტერატურული მიმოხილვა, საზღვარგარეთის ბაზრებზე არსებული ტენდენციები საკვლევ საკითხთან მიმართებაში და განხილულია, თუ რატომ წარმოიშვა და დადგა ამდენად აქტიურად და აქტუალურად თანამედროვე სამყაროში ლოგისტიკური პროცესების გადაბარებისა და აუთსორსინგის საშუალებით წარმოების საჭიროება.
თეორიული ნაწილის უკეთ გასამყარებლად და წარმოსაჩენად, ნაშრომში წარმოდგენილია მომხმარებელთა კვლევა და ორი პრაქტიკული მაგალითი (საპროექტო ნიმუში და სასასაწყობე - 3PL მომსახურებასთან დაკავშირებული), რომელიც აღწერს აუთსორსინგსა და მათი განხორციელების მიმდინარეობას პროცესის მონაწილე კომპანიებში.
მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში, საერთაშორისო ბიზნესის ზრდამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ მრავალი მეცნიერ-ეკონომისტისა და ექსპერტის აზრით, ეჭვს აღარ იწვევს გლობალიზაციის ერის დადგომა. ერთ-ერთი მიდგომით, გლობალიზაცია - ეს არის განუწყვეტლივ მიმდინარე ბაზრების, სუვერენული სახელმწიფოებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების მყარი პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ცალკეულ პირებს, კორპორაციებსა და სუვერენულ სახელმწიფოებს, დაამყარონ მჭიდრო კავშირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განთავსებულ პარტნიორებთან უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის განვითარებამ, წინ წამოწია მატერიალური მარაგების გადაადგილების საჭიროება. რასაც მოჰყვა ლოგისტიკის ფუნქციის გაფართოება და საჭიროების ზრდა.ზოგადი განმარტებით, ლოგისტიკა არის მატერიალური და მისი შესაბამისი ნაკადების მოძრაობის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზაცია, შესრულება და კონტროლი შესყიდვის მომენტიდან წარმოების და საქონელმოძრაობის (ტრანსპორტირება და სასაწყობო მეურნეობა) ჩათვლით, საბოლოო მომხმარებლამდე, ბაზრის მოთხოვნების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით, მინიმალური დანახარჯებითა და საშუალებების რაციონალური გამოყენებით. იგი ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში არსებობს.
ლოგისტიკა გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მისი ბაზრის მოცულობა ევროკავშირში 900 მილიარდ ევროს აღემატება, ხოლო საშუალო-წლიური ზრდა 5 პროცენტზე მეტია. აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 15 პროცენტს შეადგენს, რაც 3-4 ჯერ მეტია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაზე...

File(s)
Loading...
Name
MesxiSvili Mariam sSamagistro.pdf
Description
ლოგისტიკის აუთსორსინგი და 3PL მომსახურება
Size
1.38 MB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):0bd2de8fe005a92ca351529965590c18