Options
არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
ქართული სახელმწიფოს განვითარების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული როლი
ენიჭებოდა არასრულწლოვანს, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვან წევრს.
სახელმწიფოს მიერ ბავშვებისადმი დღეს არსებული განსაკუთრებული ჰუმანური
დამოკიდებულება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, რამაც საბოლოოდ შექმნა ის
საერთაშორისო სამართლებრივი სივრცე და საკანონმდებებლო სტანდარტები, რაც
არასრულწლოვნის ყველა კანონიერ უფლებას იცავს.
არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის გლობალურ საჭიროებაზე, ერთობლივი
სამოქმედეო მინიმალური სტანდარტების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე
მეტყველებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ
1989 წელს მიღებული ბავშვთა უფლებათა კონვენცია და სხვა სამართლებრივი
მექანიზმები, როგორებიცაა ე.წ. ,,პეკინური წესები“, ,,რიადას სახელმძღვანელო
პრინციპები“, ,,ჰავანის წესები“ და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტები.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21
თებერვალს მიღებული კონსტიტუცია ითვალისწინებდა არასრულწლოვანთა
უფლებრივ გარანტიებს, მაგალითად: იმ დროინდელი კონსტიტუციის 111-ე მუხლი
ადგენდა: „სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს
საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მისცეს. ამ მიზნის
განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის
შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად“.
აღნიშნული ნათელი
მაგალითია იმისა, რომ კანონმდებელი ჯერ კიდევ მაშინ, მაღალი პასუხისმგებლობით
ეკიდებოდა არასრულწლოვნის უფლებრივ სივრცეს და მისი დაცვის გარანტორადაც
გამოდიოდა.

File(s)
Loading...
Name
samagistro kharebashvili.pdf
Description
არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა
Size
573.54 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):165c1c2bb79a489b369b9b7e311204f4