Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. შრომითი მედიაციის პერსპექტივები საქართველოში
 
  • Details
Options

შრომითი მედიაციის პერსპექტივები საქართველოში

Date Issued
2019
Author(s)
მეტრეველი, თეონა  
Advisor(s)
მაჩაიძე, ოთარ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1117
Abstract
„საყოველთაო და ხანგრძლივი მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ის სოციალურ სამართლიანობას ეფუძნება და მოსალოდნელია, შრომის პირობებმა, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობის მიმართ ადგილი აქვს ასეთ უსამართლობას, სირთულეებს და გაჭირვებას, წარმოქმნას იმდენად დიდი მღელვარება, რომ საფრთხის წინაშე დადგეს მსოფლიოს მშვიდობა და ჰარმონია.“ ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიზნად განისაზღვრა, რომ ის „იმოქმედებდა სამართლიანობისა და ჰუმანურობისაკენ სწრაფვით, აგრეთვე მსოფლიოში მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფის სულისკვეთებით.“ ამრიგად, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ სოციალური სამართლიანობის იდეა მუდამ იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი მიზანი. სოციალური ურთიერთობები ადამიანთა შეხედულებების სხვადასხვაობის გარეშე წარმოუდგენელია. შეხედულებათა, წარმოდგენათა და მოსაზრებათა სხვადასხვაობა კი ბადებს კონფლიქტს, რაც ადამიანთა საზოგადოების განვითარების თანმხლებ ჩვეულებრივ მოვლენად განიხილება. სოციალური ურთიერთობებისა და სამართლიანობის დარეგულირების ერთ-ერთ მექანიზმს შრომითი დავების მედიაციის გამოყენებით მოგვარება წარმოადგენს, რადგან ის მიზნად ისახავს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობის აღდგენას, რაც შრომითი სამართლის სტაბილურობის უმთავრესი გარანტია. დაძაბულობა სამუშაო ადგილზე ყოველთვის წარმოშობს პრობლემებს არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური მნიშვნელობის საკითხებზე, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს როგორც მხარეებს, ისე მათ შორის არსებულ შრომით ურთიერთობას და ამ ურთიერთობის მიზანს. მოწესრიგებული შრომის სამართალი, დასაქმებულთა დაცული უფლებები და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონით დარეგულირებული ურთიერთობები ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
Subjects

მედიაცია

შრომითი დავები

აღსრულების მექანიზმებ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro metreveli.pdf

Description
შრომითი მედიაციის პერსპექტივები საქართველოში
Size

1.34 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):f4105f4d36ba1c863cc7084dfd1dba70

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact