Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ლიზინგის მომწესრიგებელი ნორმები და მათი გამოყენების სასამართლო პრაქტიკა
 
  • Details
Options

ლიზინგის მომწესრიგებელი ნორმები და მათი გამოყენების სასამართლო პრაქტიკა

Date Issued
2019
Author(s)
კინწურაშვილი, ნანა  
Advisor(s)
ზოიძე, ბესარიონ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1001
Abstract
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ლიზინგის მომწესრიგებელი
ნორმების და მისი გამოყენების სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვის
საფუძველზე, პრაქტიკულ სირთულეთა გაანალიზების გზით, ერთიანი
სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ლიზინგი სამოქალაქო კოდექსისთვის ერთ-ერთი ნოვაციური ინსტიტუტია,
რომელიც ევროპულ სამართალში საერთო სამართლიდან შემოვიდა და
ქართულ სამართალშიც დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნული ნაშრომი იძლევა
შესაძლებლობას, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია ლიზინგის არამარტო
თეორიული, არამედ პრაქტიკული სინამდვილის შესახებ. საკვლევ თემაში
განხორციელდება უპირატესად ქართული და საერთაშორისო
ნორმების,პრაქტიკის გაანალიზება, რაც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის
ლიზინგთან დაკავშირებით როგორც სასამართლო პრაქტიკაში არსებულ
ხარვეზებთან, ასევე ზოგადად ლიზინგის ქართულ საკანონმდებლო
მოწესრიგებასთან დაკავშირებით. მისი გაცნობით მკითხველი მიიღებს
ინფორმაციას ყველა იმ შესაძლო დაბრკოლებებზე, რომელიც
დაკავშირებულია ქართულ სამართალში ლიზინგის პრაქტიკულ
გამოყენებასთან.
საკვლევი თემის აქტუალურობა განპირობებულია მისი პრაქტიკული
დანიშნულებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ლიზინგთან
დაკავშირებული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხარვეზების
გამოვლენა, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა, რაც თავად ამ
ინსტიტუტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისთვის სულ უფროდაუფრო
აქტუალურია დაფინანსების ისეთი ალტერნატიული გზის გამოყენება,
როგორიცაა ლიზინგი. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე
მოსალოდნელია, რომ უფრო ხშირი იქნება ლიზინგთან დაკავშირებით
სასამართლოსადმი მიმართვიანობა და სასამართლო დავები. ვინაიდან,
ლიზინგის მიმართულებით ქართული სასამართლო პრაქტიკა მწირია და
მხოლოდ ახლა იძენს აქტუალურობას, ხშირად ფიქსირდება პრაქტიკაში
არაერთგვაროვანი მიდგომა ლიზინგთან დაკავშირებულ სამართლებრივ
საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომაც ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკის გაანალიზება, ხარვეზების გამოვლენა.
ასევე არც თუ ისე მდიდარია ლიზინგთან დაკავშირებული ქართული
სამეცნიერო ლიტერატურა, რაც ამ თემას აქტუალობას კიდევ უფრო დიდ
მნიშვნელობას სძენს.
Subjects

ლიზინგი

ქირავნობისა და იჯარის...

სახელწიფო ბაჟი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro kintsurashvili.pdf

Description
ლიზინგის მომწესრიგებელი ნორმები და მათი გამოყენების სასამართლო პრაქტიკა
Size

769.67 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):b12ff63a2c66b9bc0800de61bff445d0

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact