Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. უბედური შემთხვევის დაზღვევა, როგორც დასაქმებულის დაცვის მექანიზმი
 
  • Details
Options

უბედური შემთხვევის დაზღვევა, როგორც დასაქმებულის დაცვის მექანიზმი

Date Issued
2019
Author(s)
კოპაძე, ნინო  
Advisor(s)
მოწონელიძე, ნატალია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1119
Abstract
ყოველწლიურად მსოფლიოში, მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, მილიონობით ადამიანი ავადდება და ზიანდება. ზოგჯერ ეს დაზიანებები ფატალურად, სასიკვდილო შედეგით სრულდება. დასაქმებულთა დაზღვევის საჭიროება და აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა მრავალ საფრთხესთან არის დაკავშირებული. სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევები მძიმე შედეგის მომტანია, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დასაქმებულთა დაზღვევის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს დაზარალებულის კომპენსაცია ინვალიდობის ან შრომისუუნარობის შემთხვევაში. უბედური შემთხვევისგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა, თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელებულია. ქვეყნები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ ქმნიან მუშათა კომპენსაციის დაფინანსების სისტემებს, რა მექანიზმებს იყენებენ და როგორ ანაწილებენ ხარჯებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად დასაქმებულთა უფლებები და შრომის პიროებებია, თემა აქტუალურია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ახალი ინსტიტუტია. ჯერჯერობით იგი საკანონმდებლო დონეზე არ არის საკმარისად გამართული.
კვლევა განხორიციელდა შედარებითი მეთოდის გამოყენებით, ნაშრომი შედგება შესავლის, ცამეტი თავისა და დასკვნითი ნაწილისაგან. ნაშრომში განხილულია უბედური შემთხვევის დაზღვევისა და დასაქმებულთა კომპენსაციის ისტორიული საწყისები, უბედური შემთხვევის დაზღვევის არსი, დასაქმებულთა შრომითი პირობების პრობლემები, ასევე წარმოდგენილია საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში არსებული მოდელები, რომლებიც ეხება უბედური შემთხვევის შედეგად დასაქმებულთა კომპენსაციას.
Subjects

უბედური შემთხვევა

დაზღვევა

უსაფრთხოება

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro kopadze.pdf

Description
უბედური შემთხვევის დაზღვევა, როგორც დასაქმებულის დაცვის მექანიზმი
Size

1.08 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):b2bbb9e2ae2f09ed0b1341ca13396ac5

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact