Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და მისი ბოროტად გამოყენების ფორმები
 
  • Details

ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და მისი ბოროტად გამოყენების ფორმები

Date Issued
2019
Author(s)
ფუტკარაძე, მარიამ  
Advisor
სვანაძე, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1030
Abstract
კონკურენციის არსებობა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების განვითარების
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. კონკურენცია ხელს უწყობს
ინოვაციას, პროდუქციის ხარისხის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვასა და
ბაზრის ერთიანობას, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება მომხმარებლის
კეთილდღეობას.
საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმრავლესობა ითვალისწინებს შესაბამის
საკანონმდებლო ბაზას, რომელიც, ბაზარზე თავისუფალი და სამართლიანი
კონკურენციის დაცვის მიზნით კრძალავს დომინირებული მდგომარეობის
ბოროტად გამოყენებას.
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა არის
კონკურენციის კანონმდებლობის ერთ-ერთი საზომი, რომელიც წარმოადგენს მის
ფუნდამენტურ მიმართულებას. ბაზარზე ეკონომიკური აგენტების რეგულირება
ემსახურება დომინირებული მდგომარეობის მქონე საწარმოების მხრიდან ამ
მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის იმგვარად
დამახინჯების თავიდან აცილებას, რომელიც საზიანოა სხვა საწარმოებისა და
მომხმარებლებისათვის.
ადგილობრივ ბაზარზე საკითხი პრობლემურია, რამდენადაც, სამართლებრივი
ცნობიერების ხარისხი დაბალია, როგორც საზოგადოებაში, ასევე პროფესიულ
წრეებში. სამართლებრივი მოწესრიგებისა და საკითხის მარეგულირებელი
ორგანოს - კონკურენციის სააგენტოს არსებობის მიუხედავად, როგორც
ქართულენოვანი ლიტერატურა, ასევე პრაქტიკა საკმაოდ მწირია, რაც, ხშირად,
ქართულ რეალობაში, კონკურენციის სამართლის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს.
Subjects

ქართული კონკურენციის ...

დომინირებული მდგომარე...

სანქციები კონკურენციი...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
Degree Grantor
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro futkaradze.pdf

Description
ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და მისი ბოროტად გამოყენების ფორმები
Size

663.79 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):ebb356faf0b8194ac003aaa096a4aac6

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings