Options
დაუმთავრებელი დანაშაულის სახეები და კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები
Date Issued
2021
Author(s)
Advisor(s)
Institution
Abstract
სამაგისტრო ნაშრომში საუბარია მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე, რომლებსაც მოიცავს დაუმთავრებელი დანაშაული, კონკრეტულად კი დანაშაულის მომზადება, დანაშაულის მცდელობა და დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება. ნაშრომის მთავარი ამოცანაა პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც დაუმთავრებელი დანაშაულის გარშემო ტრიალებს და არაერთხელ გამხდარა მეცნიერ-მკვლევართა კამათის საგანი, რამეთუ მოცემულ თემასთან დაკავშირებით ვაწყდებით არც ისე მცირე პრობლემურ საკითხებს, რომელიც რიგ შემთხვევაში იწვევს მცდარ შეხედულებებს, არასწორ კვალიფიკაციას და მაშასადამე მცდარ გადაწყვეტილებებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, რაც დაკავშირებულია სწორი და სამართლიანი მართლმსაჯულების ხარვეზებთან.
კვლევაში მკაფიოდაა დანახული ის პრობლემები და ხარვეზები, რომლებიც თავს იჩენს დაუმთავრებელი დანაშაულის განხილვისას და მათ შორისაა პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გამორიცხვის საფუძვლები.
კვლევის სრულფასოვნებისთვის სიღრმისეულადაა შესწავლილი და გადმოცემული დაუმთავრებელი დანაშაულის, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მხარეები, რადგან სწორედ მათი საშუალებითაა შესაძლებელი დამნაშავის განზრახვის გაგება და მისი მხრიდან განხორციელებული ქმედებების საშიშროების დადგენა და სწორი კვალიფიკაცია.
დაუმთავრებელი დანაშაულის ბუნების, კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სიღრმისეული კვლევისთვის გამოყენებული იქნა ქართული სისხლის სამართლის დოქტრინა, უამრავი სამეცნიერო ნაშრომი, არაერთი მეცნიერის მიერ გამოცემული წიგნები და სასამართლოო პრაქტიკა, რამაც მოგვცა საშუალება მივსულიყავით იმ დასკვნების გასაკეთებლად, რომლებიც აღნიშნულ საკითხს უფრო მეტად ჰფენს ნათელს და გარკვეულ წილად ხსნის იმ პრობლემებს, რომლებიც ხშირად ჩნდება დაუმთავრებელ დანაშაულზე საუბრისას.

File(s)
Loading...
Name
Nika Balamtsarashvili Samagistro.pdf
Description
დაუმთავრებელი დანაშაულის სახეები და კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები
Size
883.09 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):d8fc498ffa9d94c63a4e35f5018649fb