Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. პირობადებული საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
 
  • Details
Options

პირობადებული საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

Date Issued
2019
Author(s)
ჩიღოშვილი, გელა  
Advisor(s)
რუსიაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/870
Abstract
წინამდებარე ნაშრომი შეეხება სანივთო სამართლის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს, პირობადებულ საკუთრებას, რომელიც თავისი
არსიდან და სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კერძო სამართლის
სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას შეთანხმდნენ საკუთრების უფლების
გადასვლის სპეციალურ წესზე, რაც გულისხმობს საკუთრების გადასვლას
შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იურიდიულ ლიტერატურაში
მას საკუთრების გადასვლის წესიდან გამონაკლის საშუალებად მიიჩნევენ,
რომლის დროსაც საკუთრება მყიდველზე გადადის მხოლოდ პირობის დადგომის
შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ პირობადებული საკუთრება თავისი არსისა და
კონსტრუქციის გათვალისწინებით, წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას,
რომლის პირობებშიც, გამყიდველი ნასყიდობის საფასურის სრულად
გადახდამდე საკუთრების შენარჩუნებით ახდენს თავისი მოთხოვნის
უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ მას ევროპის კომერციულ ბაზარზე
აქტიურად იყენებენ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რამაც
განაპირობა პრაქტიკაში მისი მრავალი ვარიაცების შემუშავება. მიუხედავად
ამისა, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნულ საკითხზე მეტად მწირე
სამეცნიერო ნაშრომები მოიძებნება, ამასთან, არც სასამართლო პრაქტიკაა ამ
კუთხით მდიდარი. გარდა ამისა, ლიტერატურაში სათანადო ყურადღება არ აქვს
დათმობილი პირობადებული მესაკუთრის უფლებებს და უპირატესად
განხილულია პირობადებული გამყიდველის უფლებრივი მდგომარეობა.
ამდენად, კვლევის მიზანს წარმოადგენს პირობადებული საკუთრების, როგორც
მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, სიღრმისეული და დეტალური
განხილვა. ამასთან, წინამდებარე ნაშრომის მიზანია, წარმოჩენილ იქნეს
პირობადებული საკუთრების თავისებურებანი, მხარეთა სამართლებრივი
მდგომარეობა და მისი უპირატესობა უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან.
პრობლემის გამოკვეთასთან ერთად წარმოდგენილია მისი გადაწყვეტის
ალტერნატიული საშუალებები.
Subjects

პირობადებული საკუთრებ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro chighoshvili.pdf

Description
პირობადებული საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
Size

1.67 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):82fafd2f269faab7437eade5f48a80ad

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact