Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. მომხმარებლის უფლებების დაცვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში
 
  • Details
Options

მომხმარებლის უფლებების დაცვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში

Date Issued
2019
Author(s)
მაისურაძე, სალომე  
Advisor(s)
გოთუა, ლევან  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/901
Abstract
საბანკო კრედიტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხელშეკრულებაა,
რასაც განაპირობებს თანამედროვეობაში საბანკო სექტორის სწრაფი ზრდა, საბანკო და
საკრედიტო ინსტიტუტების ინტენსიური დანერგვა. საკმარისი მატერიალური
რესურსის არარსებობის პირობებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყოველდღიური
ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, უძრავი ქონების
შესაძენად/გასარემონტებლად, ბიზნესის დასაწყებად ან/და სხვა მიზნებისათვის
მიმართავს ფინანსურ ინსტიტუტებს და დებს მათთან საბანკო კრედიტის
ხელშეკრულებას. სწორედ მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე ახერხებს
მსესხებელი კომერციული ბანკის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებული სხვა სუბიექტისაგან მისთვის საჭირო იმ ფინანსური რესურსის
მოპოვებას, რომლის მიღებაც ხშირად გადაუდებელ აუცილებლობასთანაა
დაკავშირებული.
ხშირ შემთხვევაში კრედიტის გამცემი ბოროტად იყენებს საკუთარ დომინირებულ
მდგომარეობას ბაზარზე, ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსს, სარგებლობს იმ
გარემოებით, რომ მსესხებელს დაუყოვნებლივ ესაჭიროება მატერიალური სახსრები და
მას სთავაზობს ხელშეკრულების დადებას კაბალური პირობებით (მაღალი საპროცენტო
განაკვეთი, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების
უფლება, სპეციალისტის მიერ კერძო აუქციონზე უძრავი ქონების რეალიზაციის
შესაძლებლობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ
აღსასრულებლად მიქცევა და სხვ.), რომელიც შესრულებულია წვრილი ფონტით და
გაჯერებულია სპეციალური ტერმინებით. აღნიშნული რასაკვირველია, ართულებს
მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების აღქმადობას, იმ რისკების
გაცნობიერების შესაძლებლობას, რომელიც მოვალეს ვალდებულების დარღვევის
პირობებში წარმოეშობა. ხშირად მსესხებელს მცირე დროში, რამდენიმე წუთში ან
საათში უწევს კრედიტის გამცემთან გააფორმოს სხვადასხვა შინაარსის მქონე რამდენიმე
ხელშეკრულება (გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო
ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება და სხვ.). იმ პირობებში, როდესაც
კრედიტის გამცემი მსესხებელს სათანადო ფორმით არ აძლევს ინფორმაციას საბანკო
კრედიტის მნიშვნელოვანი, სტანდარტული პირობების შესახებ, იზღუდება კრედიტის
მიმღების მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობა - მსესხებელი
სრულიად გაუცნობიერებლად თანხმდება კრედიტის გამცემის მიერ შემოთავაზებულ
კაბალურ პირობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, რომელმაც უნდა
განმარტოს კრედიტის გამცემის მიერ შეთავაზებული პირობები და დაიცვას იმ
მომხმარებლის უფლებები, რომელსაც კრედიტორმა არ განუმარტა ხელშეკრულების
პირობები და წაართვა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მომხმარებლის ინტერესების უპირატესი
გათვალისწინებით უნდა შეაფასოს რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა
კრედიტორი ხელშეკრულების დადებისას, ნების თავისუფალი გამოვლენის
საფუძველზე განახორციელა თუ არა მომხმარებელმა აქცეპტი.
Subjects

კრედიტის ხელშეკრულება...

მომხმარებელი

კერძო სამართალი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro maisuradze.pdf

Description
მომხმარებლის უფლებების დაცვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში
Size

948.64 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):94fefa253a36435ad01e6acb7cdf52e7

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact