Options
წელის თიაქრის ანატომია, მკურნალობა და მიზანმიმართული ფიზიკური ვარჯიშებით რეაბილიტაცია
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Publisher
Abstract
ნაშრომში მოწოდებულია ინფორმაცია წელის თიაქრის შესახებ, მისი ანატომიის, სტატისტიკის, გამომწვევი მიზეზების, სიმპტომების, თანმხლები გართულებების, დიაგნოსტირების, მკურნალობის, მიზანმიმართული ფიზიკური ვარჯიშებით რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია წელის თიაქრის მქონე პაციენტების დაავადების განვითარების შესწავლაზე, გვიდასტურებენ ფიზიკური თერაპიის საჭიროებას.
ფიზიკური თერაპია ეხმარება ადამიანებს, რომელთაც უჭირთ ნორმალური ცხოვრებით ფუნქციონირება და შეზღუდული აქვთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. სასურველია ამ მიმარულებით ჩატარდეს ფართო მასშტაბის კვლევები, რომლებიც ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს დაეხმარება პროფესიული საქმიანობის სწორად წარმართვასა და შედეგების გაუმჯობესებაში. საქართველოში ფართო მასშტაბის კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა აქტიურად დგას ფიზიკური თერაპიის საჭიროება.
თემის აქტუალობა იმით გამოირჩევა, რომ წელის თიაქრის მქონე პაციენტების რაოდენობის მომატებამ და ამ პაციენტებში ცხოვრების ხარისხის შეზღუდვამ, გვაფიქრებინა შეგვესწავლა სამკურნალო ფიზიკური თერაპიის საშუალებით ადეკვატური და მიზანმიმართული მკურნალობა, ასაკის, პრობლემის სიმძიმის, მკურნალობის ხანგრძლივობის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით.
თემის მიზნები და შედეგები მთლიანად მორგებულია წელის თიაქრის მქონე პაციენტებისთვის ყოველდღიური საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებაზე.
დასკვნაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროული მიზანმიმართული ფიზიკური ვარჯიშები წელის თიაქრის მქონე პაციენტებში აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ამაღლებს ადამიანის შრომისუნარიანობას. მკურნალობის სწორი და ინდივიდუალური პროგრამა, მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკური პრობლემების სიმწვავეს და განაპირობებს თერაპიის შედეგიანობას.

Subjects
Degree Name
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი
Degree Discipline
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
File(s)
Loading...
Name
Tamar Berdiladze Samagistro.pdf
Description
წელის თიაქრის ანატომია, მკურნალობა და მიზანმიმართული ფიზიკური ვარჯიშებით რეაბილიტაცია
Size
1.36 MB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):ec639a52f07b158a36e520014036886f