Options
მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე არსებული თანასაკუთრების რეჟიმი
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
დაქორწინებისას, მეუღლეები ქმნიან ერთობლივ მეურნეობას. ბუნებრივია, რომ
მისი წარმართვა დაკავშირებულია გარკვეული ქონების განკარგვასთან, რომელიც
შესაძლოა ეკუთვნოდა მათ დაქორწინებამდე ან შეძენილი იქნა ქორწინების პერიოდში.
ქონების შეძენის ხერხსა და დროზეა დამოკიდებული იქნება თუ არა ქონება მეუღლეთა
თანასაკუთრება თუ იქნება ერთ–ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება.
ზოგიერთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოცემულ ვითარებებს აქვთ გადამწყვეტი
მნიშვნელობა, ამიტომ, ვფიქრობ, ამ ფართო თემის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების
გამოკვლევა საინტერესო იქნება.
საოჯახო კოდექსმა დაადგინა მეუღლეთა მიერ ქონების გამოყენების ორი რეჟიმი:
კანონიერი და ხელშეკრულებითი. ამა თუ იმ რეჟიმის არჩევა დამოკიდებულია ცოლის
და ქმრის ნება–სურვილზე. თუ საქორწინო კონტრაქტი, რომელიც იძლევა საშუალებას
დადგინდეს ქონებრივი უფლებამოსილებანი საკუთარი სურვილისამებრ, არ არის
გაფორმებული, მაშინ მეუღლეებს მათი ქონების მიმართ, შეძენილის ქორწინების
პერიოდში, მოქმედებს კანონიერი რეჟიმი. განსახილველ სამაგისტრო ნაშრომში ორივე
რეჟიმზე დეტალურად ვისაუბრებთ.
სამოქალაქო სამართალი დეტალურად განიხილავს ყველა ასპექტს დაკავშირებულს
მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ქონების საკითხებთან. მეუღლეთა მიერ ქორწინების
პერიოდში შეძენილ ქონებაზე არსებობს თანასაკუთრების რეჟიმი, რომლებიც
რეგულირდება ორგვარად: კანონის ძალით და კონტრაქტით და სწორედ ამ ორ რეჟიმზე
მოვახდენთ ყურადღების გამახვილებას. კვლევის პროცესში გამოყენებულია
თვისობრივი კვლევის მეთოდი და ამისათვის გამოყენებულია მეცნიერ–იურისტთა
ნაშრომები, რათა მოხდენილიყო კანონმდებლობაში არსებული ყველა საკითხის და
ნიუანსის დეტალური განხილვა. კვლევა წარმოებული იქნა სამეცნიერო ნაშრომების,
წიგნების, სტატიების და სხვა იურიდიული ლიტერატურის დახმარებით.
კვლევის მიზანს წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების
სამართლებრივი რაკურსით განხილვა. აღნიშნული საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია
და საინტერესოა როგორც იურისტებისათვის, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის,
ვისთვისაც საინტერესოა საკუთარი ფინანსური ინტერესების დაცვის მექანიზმები და
კანონმდებლის მიერ სამოქალაქო კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმების ანალიზი.

File(s)
Loading...
Name
samagistro gvarakidze.pdf
Description
მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე არსებული თანასაკუთრების რეჟიმი
Size
994.26 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):38c9ea86ffdf5d2e9dfd089278278dfc