Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მოძალადის რეაბილიტაცია
 
  • Details
Options

ოჯახში ძალადობის პრევენცია და მოძალადის რეაბილიტაცია

Date Issued
2019
Author(s)
ხარშილაძე, ნიკა  
Advisor(s)
შალიკაშვილი, მორის  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1085
Abstract
კვლევის აქტუალობა. ოჯახური ურთიერთობები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ რაც გაჩნდა ოჯახი, გაჩნდა განსხვავებები ოჯახის წევრებს შორის, რამაც თავისებურად წარმოშვა პრობლემა, რომელსაც დღეს ოჯახური ძალადობის სახელით ვიცნობთ. ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-4 საუკუნეში, არისტოტელე ამბობდა, რომ: „სახელმწიფო დიდი ოჯახია, რომელიც მრავალი პატარა ოჯახისგან შედგება“ . ოჯახის კეთილდღეობა პირდაპირ აისახება სახელმწიფოს განვითარებასა და სტაბილურობაზე. დღეს, ოჯახური ძალადობა საერთაშორისო თანამეგობრობის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების მნიშვნელოვან საფიქრალად რჩება. მეტიც, აღნიშნული პრობლემა 21-ე საუკუნის უდიდეს გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს. თანდათანობით ხდება საზოგადოებასა და ოჯახს შორის იმ ბარიერის გაქრობა, რომელიც ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოვლენას ხელს უშლის, იცვლება საზოგადოების შეხედულება იმაზე, რომ რაც ოჯახში ხდება, მხოლოდ ოჯახის საქმეა, ამიტომ სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, ვალდებულები ხდებიან ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შეიმუშაონ ერთიანი, ეფექტური და კომპლექსური მიდგომები, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ოჯახური ძალადობის ფაქტებს და ხელს შეუწყობს მათ გამოვლენას. საქართველოში ოჯახური ძალადობის კვლევის აქტუალობაზე მიანიშნებს შსს-ის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც: 14 ნოემბრის მდგომარეობით სულ გამოვლენილია 4111 ოჯახური დანაშაული, საიდანაც გაიხსნა 2550 (65%), შემაკავებელი ორდერი გამოიცა 4370 შემთხვევაში, მაშინ როდესაც, მთლიანი 2016 წლის სტატისტიკა მოიცავდა 2192 ოჯახურ დანაშაულს, საიდანაც გაიხსნა 1603 შემთხვევა ( 73%), ხოლო შემაკავებელი ორდერი გამოიცა 6213 შემთხვევაში. ეს მკვეთრად მიანიშნებს ორ ფაქტორზე: ერთი, რომ ოჯახური ძალადობა გამოვიდა ოჯახის ჩარჩოებიდან და სულ უფრო მეტად არის აღქმული საერთო საზოგადოებრივ პრობლემად, რამაც გაზარდა მიმართვიანობა პოლიციისადმი და მეორე, გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების შემთხვევები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ოჯახურ ძალადობას სახელმწიფოც სერიოზულად უდგება . მიუხედავად ამ კუთხით წინ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა 2006 წელს კანონის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ მიღება, რომელიც დღეს თავის თავში გენდერული ძალადობის ასპექტებსაც მოიცავს, ასევე როგორიცაა: სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და არასამთავრობო სექტორის აქტიური მუშაობა ოჯახში ძალადობის კუთხით, სტამბულის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს და ასე შემდეგ, დღეს საქართველოში მაინც რჩება არაერთი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
Subjects

ოჯახში ძალადობა

პრევენცია

მოძალადის რეაბილიტაცი...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro kharshiladze.pdf

Description
ოჯახში ძალადობის პრევენცია და მოძალადის რეაბილიტაცია
Size

848.07 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):f0986599d25928e9bd29cd1086ceb876

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact