Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Medicine
  6. Dissertations and Master Theses
  7. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თბილისსა და კახეთში
 
  • Details
Options

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თბილისსა და კახეთში

Date Issued
2020
Author(s)
კობიძე, ელენა  
Advisor(s)
ჩიხლაძე, ნინო  
ჩხაბერიძე, ნინო  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Medicine  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/2458
Abstract
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით “ჯანმრთელობა არის
სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და
არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობა“. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,
ჯანმრთელობის სხვა ასპექტების მსგავსად, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მთელმა
რიგმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას
ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამებში. ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში
სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. რომელზე საპასუხოდ, იქმნება სტრატეგიები,
სამოქმედო გეგმები და პროგრამები ფსიქიკური აშლილობების შედეგების
შესამსუბუქებლად (WHO, 2013).
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ
გავრცელებულია და მდგომარეობების ფართო სპექტრს მოიცავს. ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს
ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება. საქართველოს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი მონაცემებით, 2000 წლიდან 2018 წლამდე აღინიშნება რეგისტრირებული
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის შემთხვევათა მატების ტენდენცია. კერძოდ,
2000 წლისთვის დაფიქსირებულია 67641 შემთხვევა (პრევალენტობა 1519.3), 2010
წელს - 79216 შემთხვევა (პრევალენტობა 1779.0), ხოლო 2018 წელს 76508 შემთხვევა
(პრევალენტობა – 2053.1). მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაზუსტი
სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების
რაოდენობის შესახებ.
საქართველოში მოქმედებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა“,
რომლის მიზანია, ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური
ხელმისაწვდომობის გაზრდა ქვეყნის მოსახლეობისთვის. პროგრამა მოიცავს,
როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ, სარეაბილიტაციო და სათემო
სერვისებს, თუმცა ფრაგმენტირებულია და არ არსებობს ზრუნვის/მკურნალობის
უწყვეტი სერვისები. წლიდან წლამდე იზრდება პროგრამაზე გამოყოფილი თანხის
ოდენობა, მაგრამ ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯთან შედარებით, შესამჩნევ
ცვლილებას არ განიცდის, არსებული ბიუჯეტის დიდი ნაწილი სტაციონარული
მომსახურებისკენ არის მიმართული, რაც ხელს უშლის დეინსტიტუციონალიზაციის
პროცესსა და ამბულატორიული სერვისების განვითარებას. ამის გარდა, ქვეყანაში
ძირითად გამოწვევად რჩება მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსები,
რესურსების არათანაბარი და არაფექტიანი გადანაწილება, სუსტი კავშირი
სხვადასხვა სახის სერვისებს შორის, მართვისა და მონიტორინგის ხარვეზები.
რაოდენობრივი კვლევის მიზანია, თბილისსა და კახეთში ფსიქიკური
ჯანმრთელობის სერვისების შესახებ სერვისით მოსარგებლეების ცოდნადამოკიდებულების შესწავლა. ნაშრომის ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში
განხილული იქნება ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული
სერვისები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.
Subjects

ფსიქიკური ჯანმრთელობა...

თბილისი

კახეთი

Degree Name
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
Degree Discipline
საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Samagisto Kobidze.pdf

Description
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თბილისსა და კახეთში
Size

1.76 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):be985ff7cc5e46dea277cfed7b6e2392

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact