Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სპეციფიკა
 
  • Details

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სპეციფიკა

Date Issued
2019
Author(s)
როსტიაშვილი, მერაბ  
Advisor
ახალკაცი, ეკატერინე  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1026
Abstract
სამართლის სუბიექტები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ ურთიერთნდობისა
და პატივისცემის საფუძველზე. სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებამდე
ცდილობენ შეარჩიონ კეთილსინდისიერი და სანდო კონტრაჰენტი, რათა ნაკისრი
ვალდებულებები მხარეებმა ნებაყოფლობით შეასრულონ. მართლაც, დიდი ნაწილი
ვალდებულებებისა ნებაყოფლობით სრულდება და მხოლოდ გარკვეული ნაწილი
ხდება სადავო და სასამართლო განხილვის საგანი. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის
იქნა შემოღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები, რომელიც აიძულებს
ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია
სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგება
წარმოადგენს მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგს, რომელთაც
გაცნობიერებული აქვთ გარიგების სამომავლო შედეგები და შესაძლო სამომავლო
რისკები. გარიგების გაცნობა და მისი შინაარსის გაანალიზება დასტურდება მხარეთა
ხელმოწერით. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა შესაბამისად ასახავს ამ
უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში
მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს ან შეიბოჭოს
შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. მხარეებს შეუძლიათ მხარის მიერ
შესასრულებელი ვალდებულების მოსალოდნელი დარღვევის შედეგები, წინასწარ
გაითვალისწინონ და ვალდებულების შესრულების ეფექტურ მექანიზმად
განსაზღვრონ სასამართლოს გარეშე ვალდებულების შესრულების სწრაფი და
ეფექტური აღსრულების მექანიზმის შემოღება როგორ წესი გარიგებები მისი
შინაარსის მიხედვით და შესასრულებელი ვალდებულებების სიმძიმის მიხედვით,
მხარეთა ინტერესების დასაცავად წარმოდგენილი უზრუნველყოფილი სახით.
უმეტესად გარიგებათა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა,
როგორც სანივთო უფლება. სამოქალაქო კანონმდებლობა, სასამართლო ჩარევის
გარეშე უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის ფორმად, უშვებს უზრუნველყოფის
საგნის სპეციალისტის მეშვეობით რეალიზაციას (რაც არ ითვლება იძულებით
აღსრულებად) და ქონების რეალიზაციაზე/თანხის დაკისრებაზე ნოტარიუსის მიერ
სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს აღსრულება
ქვემდებარე აქტს.
Subjects

ნოტარიუსის როლი გარიგ...

იპოთეკის ცნება

ვალდებულების არსებობა...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro rostiashvili.pdf

Description
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სპეციფიკა
Size

667.74 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):033503986614c3a095ffa46e285a7533

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings