Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Arts
  4. Books
  5. Kutaisi - Urban Planning Heritage
 
  • Details
Options

Kutaisi - Urban Planning Heritage

Date Issued
2021
Author(s)
Abuladze - Goshadze, Medea  
Apolon Kutateladze Tbilisi State Academy of Arts  
Publisher
Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia  
DOI
10.48616/openscience-170
URI
https://openscience.ge/handle/1/8407
Abstract
წიგნის განხილვის საგანს წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის ქალაქგეგმარებითი განვითარების ეტაპების ანალიზი, ისტორიული, სტატისტიკური და კარტოგრაფიული მასალების კვლევა, გრაფიკულ მასალაში შემორჩენილი ქალაქის ისტორიის წარმოჩენა, ვიზუალური მეხსიერების გააქტიურება. რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლით და მცირე ისტორიული ექსკურსით შევეხებით მის მრავალსაუკუნოვან
ისტორიასაც. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ქალაქ ქუთაისის ქალაქგეგმარებითი პროექტირების ისტორიის ფონზე განვაზოგადოთ ქალაქმშენებლობითი მეცნიერების განვითარების პრობლემები ქვეყანაში, წარმოვადგინოთ მოსაზრებები შემდგომ პერსპექტივებზე. აღნიშნული ნაშრომი საინტერესოა იმით, რომ ერთ მოცულობაში გაერთიანდა ქუთაისის ქალაქგეგმარებითი პრაქტიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი 2000 წლამდე, რომელიც იძლევა საშუალებას გაანალიზებული იყოს რეალურად სასარგებლო გადაწყვეტილებები ქალაქისათვის.
წიგნში წარმოდგენილია ქუთაისის ქალაქმშენებლობითი პროექტირების რამდენიმე პერიოდი: ქუთაისი _ იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (ქუთაისის 1820, და 1833, 1844, 1872, 1909 წლის გეგმები). ქუთაისი _ საქართველოს გასაბჭოების და შემდგომ პერიოდში (ქუთაისის 1938, 1947, 1957, 1976 წლების განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმები). თითოეული პერიოდი ხასიათდება თავისებური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფონით და საინტერესოა ქალაქგეგმარების თვალსაზრისითაც, რაც განაპირობებდა ქალაქის ტერიტორიალურ განვრცობას, განვითარებას და განაშენიანების ხასიათს. ასევე გაანალიზებულია ქალაქგეგმარებითი თეორიის, პრაქტიკის და საკანონმდებლო ბაზის ურთიერთმიმართება, მიმდინარე პროცესების ასახვით. წიგნში განხილულია საბჭოთა პერიოდში შექმნილი „საქართველოს სსრ განსახლების რეგიონალური სქემა 1991-2001 წლებისთვის“, სადაც ქუთაისს მინიჭებული აქვს განსახლების მსხვილი ჯგუფური სისტემის
ცენტრის როლი. ქალაქი ქუთაისი, როგორც ქვეყნის ე. წ. მეორე დედაქალაქი, მუდამ იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ეპიცენტრში და აუცილებელია განისაზღვროს მისი დღევანდელი და სამომავლო როლი უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის განსახლების სქემაში, რომელზე მუშაობა უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. დღეისათვის ქუთაისი არის „სრულიად სახეცვლილი, მაგრამ მაინც უცვლელი,
ჯადოსნური და მარადიული ქალაქი”.- (ა. მორჩილაძე). ქუთაისი მართლაც მარადიული ქალაქია.
Subjects

Kutaisi

Plans

Urban planning

Heritage

File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

ქუთაისი - ქალაქგეგმარებითი მემკვიდრეობა.pdf

Size

135.47 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):51bf018b128e1094d34db7f150ed7240

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact