Options
ქმედების მცირე მნიშვნელობა, როგორც ქმედების შემადგენლობის გამომრიცხავი გარემოება
Date Issued
2019
Author(s)
Institution
Faculty
Publisher
Abstract
ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ სწორად შერჩეული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისა და მისი ინტერესების დაცვისაკენ. მეორე მხრივ, იმპერატიული მოთხოვნაა, რომ შერჩეული პოლიტიკა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს ისე, რომ გაუმართლებლად და არაპროპორციულად არ იჭრებოდეს ინდივიდის თავისუფლებაში. ქმედების მცირე მნიშვნელობა წარმოადგენს სწორედ ისეთ საკითხს, სადაც ერთმანეთს უპირიპირდება ერთი მხრივ, ინდივიდის უფლებები, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს ვალდებულებები და მოთხოვნები.
ქმედების მცირე მნიშვნელობის ცნება ნაკლებადაა დამუშავებული როგორც თანამედროვე ქართულ სისხლისსამართლებრივ დოქტრინაში, ისე სასამართლო პრაქტიკაში, რაც, როგორც წესი, იწვევს მატერიალურ და პროცესუალურ პრობლემებს ქმედების კვალიფიკაციისას.
კვლევის მიზნებისა და აქტუალობისთვის განხილული და გაანალიზებულია ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობა (თეორიასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების ჭრილში). განხილულია, ასევე, ქმედების მცირე მნიშვნელობის დეფინიცია, როგორც დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობიდან, ისე ცალკე აღებული ქმედება, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის იმ მოცულობის საფრთხეს, რაც პირის მიმართ აუცილებელს გახდიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

Degree Name
Master of Criminal Law
Degree Discipline
სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა
File(s)
Loading...
Name
samagistro khitashvili.pdf
Description
ქმედების მცირე მნიშვნელობა, როგორც ქმედების შემადგენლობის გამომრიცხავი გარემოება
Size
543.13 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):4f4c34a2936344f4a933fe384b513459