Options
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა და თავისებურებები
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ზოგადად სამოქალაქო სამართლისა და დაზღვევის სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს. საზოგადოების განვითარებასა და სოციუმის წევრების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასთან ერთად დღითიდღე იზრდება საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული ყოველგვარი ქმედებისათვის. ზოგადად, ტერმინი „პასუხისმგებლობა“ კანონით გათვალისწინებული მოვალეობაა, რომელიც გულისხმობს პასუხისგებას საკუთარ ქმედებაზე ან უმოქმედობაზე. პასუხისმგებლობა შეიძლება აღებულ იქნეს ნებაყოფლობით ან ის პირს ნორმატიული აქტების საფუძველზე დაეკისროს .
სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგება იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებელი სუბიექტი თავისი ქმედებით სხვა პირისადმი ზიანის მიმყენებლად გვევლინება. ასეთი შემთხვევების რაოდენობის ზრდა სამოქალაქო ურთიერთობათა მრავალფეროვნების ზრდის პირდაპირპროპორციულია. „რამდენადაც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იზრდება უარყოფითი გარემოებების დადგომის საშიშროება, იმდენად იზრდება დაზღვევის მოთხოვნილება“. ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტები „სულ უფრო მეტ პასუხს აგებენ მცირე მიზეზის გამოც კი“ , რაც განაპირობებს იმას, რომ დაზღვევის ინსტიტუტი პასუხისმგებლობის სამართლის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დაზღვევას ექვემდებარება არა მხოლოდ გარე ძალების მიერ მიყენებული ზიანი, არამედ ის ზიანიც, რომლიც შესაძლოა ერთმა პირმა თავისი ქმედებით მიაყენოს სხვა პირის ქონებას, სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

File(s)
Loading...
Name
samagistro zarandia.pdf
Description
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა და თავისებურებები
Size
602.04 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):78cf929543d309c396340888c6e01bdb