Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. სახელმწიფო პოლიტიკა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში
 
  • Details
Options

სახელმწიფო პოლიტიკა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში

Date Issued
2019
Author(s)
დიაროვი, ლაშა  
Advisor(s)
შალიკაშვილი, მორის  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/981
Abstract
თემის აქტუალურობა - წინამდებარე ნაშრომი შეეხება „ქურდული სამყაროს
წევრობისა“ და „კანონიერი ქურდობის“ დანაშაულთა თაობაზე სახელმწიფო
პოლიტიკისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. 2005 წლის 20 დეკემბერს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები და კოდექსს დაემატა სისხლის
სამართლის კოდექსის 223
მუხლი, რომლის დასახელებაც არის: „მუხლი 223
„ქურდული სამყაროს წევრობა“, „კანონიერი ქურდობა“. ასევე 2005 წლის 20
დეკემბერს კიდევ ერთი სიახლე დამტკიცდა, კერძოდ, მიღებული იქნა კანონი
ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტზე. ამ კანონის მე-3 ნაწილი გვაძლევს
„კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული
მნიშვნელოვანი ცნებების განმარტებას. მართალია, მანამდე არსებული
კანონმდებლობა უკვე შეიცავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის გარკვეულ იურიდიულ მექანიზმებს, თუმცა ეს მექანიზმები არ იყო
საკმარისი კრიმინალური გაერთიანებების, ე.წ. „ქურდული სამყაროს“
საქმიანობისა და რეკეტიორობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომაც
განხორციელდა აღნიშნული ცვლილებები, თუმცა ამ საკითხისადმი
სახელმწიფო პოლიტიკისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიდგომის
ცვალებადობამ, გავლენა იქონია სსკ-ის 223
მუხლის არაერთგვაროვან
გამოყენებაზე. ვფიქრობთ, საინტერესოა „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და
„კანონიერი ქურდობის“ დანაშაულთა თაობაზე აღმასრულებელი
ხელისუფლების დამოკიდებულებისა და სასამართლო პრაქტიკის
ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების ანალიზი. ნაშრომის ფარგლებში,
შევეცდები მაქსიმალურად ამომწურავად განვიხილო აღნიშნული საკითხები
და დასმულ შეკითხვებს გავცე პასუხები. წინამდებარე ნაშრომის ძირითად
მიზანს წარმოადგენს, „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი
ქურდობის“ თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკისა და სასამართლო პრაქტიკის
ანალიზი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიდგომისა და
სასამართლო პრაქტიკის შეცვლის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
ამავდროულად, შევეცდებით დავსახოთ „ქურდული სამყაროს“ შესუსტებისა
და მისი საბოლოოდ დამარცხების გზები, განვიხილოთ ის პრევენციული
მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც, ჩვენი აზრით, ნაყოფიერი იქნება
„ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლაში.
Subjects

„ქურდული სამყარო“

სისხლის სამართლის პოლ...

კანონიერი ქურდები

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro diarovi.pdf

Description
სახელმწიფო პოლიტიკა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში
Size

573.18 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):fa00e1ad35ebf7d6c3302161d32a7018

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact