Options
მცირე ბიზნესის განვითარების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში
Date Issued
2019
Author(s)
Institution
Publisher
Abstract
შესავალ ნაწილში გადმოცემულია თემის აქტუალობა, გამოკვეთილია მიზანი და ამოცანები. მცირე ბიზნესი ეკონომიკაში მთელ რიგ მნიშვნელოვან სოციალურ ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა ცხადყოფს ეროვნული ეკონომიკების განვითარებაში რაოდენ დიდი ადგილი უკავია მცირე ბიზნესს. ისინი დიდ როლს ასრულებენ უმუშევრობის შემცირების, ინოვაციური ეკონომიკის განვითარების , სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, საზოგადოებაში საშუალო ფენის ფორმირების საქმეში. ბუნებრივია ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც უმუშევრობა მაღალია,ეკონომიკის განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობს, მცირე და საშუალო ბიზნესი და მისი განვითარება აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამდენად საკვლევი თემა ,,მცირე ბიზნესის განვითარების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში“ მეტად აქტუალურ პრობლემას ეხება.
ნაშრომის პირველი ნაწილი ეხება მცირე ბიზნესის არს მნიშვნელობას, საუბარია მის განსაკუთრებულ თავისებურებებე და ის უპირატესობებზე ბიზნესის სხვა ფორმებთან მიმართებაში. მოცელულია განვითარებულ ქვეყნებში მცირე ბიზნესის კრიტერიუმები ნაჩვენებია, რომ დღეს ჯერჯერობით არ არის შეთანხმება მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებს შორის მცირე ბინესის ერთნაირი კრიტერიუმებით შეფასების თაობაზე.ნაშრომის ამ ნაწილში გაკეთებულია დასკვნა, რომ სამწუხაროდ, ეკონომიკურ ლიტერატურაში დღემდე არ არსებობს ერთიანი აზრი მცირე ბიზნესის სტატუსის განმსაზღვრელი საერთო (საყოველთაო) მახასიათებლის (კრიტერიუმის) შემოტანის შესახებ, მათი სტატისტიკური სიდიდის საყოველთაობის მოთხოვნის გარეშე, როგორც ჩანს ჯერ არ არის სახელმწიფოები შეჯერებული იმაზე, რომ ყველა ქვეყნისთვის მცირე ბინესის სტატუსის განმსაზღვრელი მახასიათებლები იყოს ერთი და იგივე. სავალდებულო არ არის მათი სტატისტიკური სიდიდის ტოლობა რადგან ის დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების დონეზე ,მის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კულტურაზე. თუმცა მსოფლიო მაშტაბით გამოკვეთილია ის რომ ყველა ქვეყანაში მცირე ბიზნესის სტატუსის განსაზღვრებისას ყველგან ფიგურირებს ,,დასაქმებულთა რაოდენობა ’’ამდენად იგი შეიძლება ვაღიაროთ ,როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის განსაზღვრის საერთაშორისო კრიტერიუმი. მცირე ბიზნესისადმი საწარმოთა მიკუთვნების კრიტერიუმების სტატისტიკური სიდიდეების გადამოწმება უნდა ხდებოდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად. იგი შეიძლება მოიცავდეს 5–10 წლიან ინტერვალს . ეკონომიკაში მცირე ბიზნესის განვითარების რეალური სურათის დანახვა აუცილებლად მოითხოვს ქვეყანაში შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების არსებობას და ამ მიმართულებით ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებას. სასურველია ცალკე გამოსცემდეს სტატისტიკის დეპარტამენტი ბიზნეს სექტორზე სტატისტიკურ კრებულს...

Degree Name
Master of Business Administration
Degree Discipline
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
File(s)
Loading...
Name
Giorgi Shengelia Samagistro.pdf
Description
მცირე ბიზნესის განვითარების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში
Size
995.83 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):e89702e6ef66f6b9077a26e550555558