Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Social and Political Sciences
  6. Dissertations and Master Theses
  7. გეითქიფინგი („ფილტრის თეორია“) და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება ქართულ სატელევიზიო მედიაში
 
  • Details
Options

გეითქიფინგი („ფილტრის თეორია“) და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება ქართულ სატელევიზიო მედიაში

Date Issued
2018
Author(s)
გოგოლაძე, თეონა  
Advisor(s)
გერსამია, მარიამ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Social and Political Sciences  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1525
Abstract
1990 წლის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა,
პოლიტიკა, ახალი ამბები იქცა ქართული საზოგადოების განუყოფელ ნაწილად. თითქოს
საზოგადოება დამოკიდებულია პოლიტიკაზე და ყოველდღიურად საჭიროებს ახალი
ამბებიდან მიღებულ ინფორმაციას, მმართველი პოლიტიკური პარტიის ან ოპოზიციური
პარტიების შესახებ.
ეპოქაში, სადაც საზოგადოების ასეთი ინტერესია პოლიტიკური მოვლენების მიმართ,
საჭიროა ჩატარდეს იმ მოვლენების მონიტორინგი, რომლებიც მედიაში შუქდება. სწორედ
ამიტომ, სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, გავარკვიოთ პოლიტიკური პარტიების
აქტივობა და მათი მედიაში გაშუქების როგორც რიგითობა, ასევე მათთვის დათმობილი
საეთერო დრო („ფილტრის თეორიის“ ფარგლებში).
უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგაგად, მეოცე საუკუნის განმავლობაში მნიშველოვნად
გაიზარდა მედიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მედია საზოგადოებას აწვდის
უმნიშვნელოვანეს ცნობებს და ზემოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე, რადგან არსებითად
განაპირობებს წარმოდგენის შექმნასა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სხვადასხვა
ნივთების, მოვლენების და ინსტიტუტების მიმართ. როგორც პოლიტიკური პარტიები იქცნენ
დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების მთავარ
ელემენტად, ასევე თავისუფალმა მედიამ დაიკავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი
თანამედროვე დემოკრატიაში. ასე რომ, დღეისათვის, განვითარებულ დემოკრატიაზე
საუბარიც კი ზედმეტია იქ, სადაც არ არსებობს თავისუფალი მედია.
Subjects

მასობრივი ინფორმაციის...

პოლიტიკური ზეგავლენის...

გეითქიფინგი

Degree Name
MA of Mass Communications in Media Studies
Degree Discipline
მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

MA Thesis. Gogoladze maskomi.pdf

Description
გეითქიფინგი („ფილტრის თეორია“) და პოლიტიკური პარტიებისსაქმიანობის გაშუქება ქართულ სატელევიზიო მედიაში
Size

991.9 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):09c37eae8a9eda8e6398889fe018420b

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact