Options
შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი შემცირება სასამართლოს მიერ
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს, ვფიქრობ, ქართულ რეალობაში
არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გამოაშკარავებასა და
დეტალურ განხილვას, კერძოდ, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს
დაკისრების ტენდენციასა და მისი შემცირების აქტუალურობას.
დღესდღეობით საქართველოში არსებული ეკონომიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირია ვალდებულებითი ურთიერთობების
წარმოშობა და შემდგომი რღვევა. რეგულირებისთვის ქართულ სამართალში
რამდენიმე მოწესრიგებას ვხვდებით, თუმცა 100%-ით არაა დაცული ორივე
მხარის უფლება-მოვალეობები და ძალიან ხშირად ერთ-ერთი მხარე
„დაუცველადაც“ კი მოგვევლინება ხოლმე. განსახილვევი თემის ანალიზი
მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ დღემდე შეუსაბამოდ მღალი
პირგასამტეხლოსა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის განხილვა არ
მომხდარა არცერთი ავტორის მიერ ცალკე აღებულ ნაშრომში, ეს იქნებოდა
სტატია, მონოგრაფია თუ დისერტცია. გარდა ამისა, იზრდება აღნიშნული
საკითხით დაზარალებულ მხარეთა რიცხვი. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ
განსაკუთრებით ხშირია გამარტივებული წარმოებისას დაკისრებული თანხების
შეუსაბამოდ მაღალი რაოდენობა მეორე მხარის (შესაძლებელია საპატიო
მიზეზით) წარმოუდგენლობის შემთხვევაში.
განსახილველი თემს ფარგლებში შვეხები საქართველოს პრაქტიკას, მათ
შორის სასამართლოსას, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივ
მიდგომებს და განვიხილავ საკითხს უცხოენოვანი ლიტერატურის დახმარებით.
გარდა აღნიშნულისა, თემის ანალიზი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ
გამოკვეთოს ყველა ის პრობლემა, რომლებსაც ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ
სიტუაციებში ვაწყდებით, რომლებიც ჩვენთვის, როგორც იურისტებისთვის,
კიდევ უფრო მეტად მტკივნეული საკითხია და ვეცადოთ გადაჭრის გზებს
ვეძიოთ. ვცხოვრობთ თანამედროვე, სამართლებრივად მოაზროვნე
საზოგადოებაში და ვალდებულებიც კი ვართ ყველაფერს სამართლებრივი
კუთხით მივუდგეთ.

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Name
samagistro arbolishvili.pdf
Description
შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი შემცირება სასამართლოს მიერ
Size
944.66 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):33df2fa1f632198eb27a8173436e4130