Options
სტანდარტული პირობები საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებში და მისი პრაქტიკული პრობლემები
Date Issued
2020
Author(s)
Faculty
Abstract
კეძო სამართლებრივ ურთიერთობებში სუბიექტებს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელ საფუძველს ძირითადად ხელშეკრულება წარმოადგენს. ამიტომაც, ამ ურთიერთობების სწორად რეგულირება დამოკიდებულია ხელშეკრულების შინაარსის სწორად განსაზღვრაზე, რათა არ იყოს ბუნდოვანი და ორაზროვანი გამონათქვაამები. ხელშეკრულების შინაარსის სწორად შედგენა და რეალიზაცია თანაბრად უნდა იცავდეს მხარეთა ინტერესებს. ამ მხრივ ყველაზე პრობლემური სტანდარტული პირობების მქონე ხელშეკრულებები და ამ პირობების შესრულების შედეგებია. როგორც ინდივიდუალური, ისე სტანდარტული ტიპის ხელშეკრულებათა შინაარსის შედგენისას საჭიროა კეთილსინდისიერების პრინციპის მაღალი ხარისხით დაცვა სახელშეკრულებო თავისუფლების კანონისმიერი შენარჩუნების ფარგლებში. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ორმხრივად მისაღები სამართლებრივი შედეგების მიღწევა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. აუცილებელია სტანდარტული პირობების მქონე ხელშეკრულებათა შინაარსის კონტროლის სამართლებრივი მექანიზმის დაწესება.
File(s)
Loading...
Name
Tamar Chitoshvili.pdf
Description
სტანდარტული პირობები საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებში და მისი პრაქტიკული პრობლემები
Size
361.21 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):e21a3427b8695cd57046aed019dfe71d