Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. თაღლითობის კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები
 
  • Details
Options

თაღლითობის კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები

Date Issued
2019
Author(s)
ნადირაშვილი, ზურაბ  
Advisor(s)
დვალიძე, ირაკლი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/945
Abstract
ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება საკუთრების უფლებაა და მის
მიმართ ჩადენილი დანაშაული საკმაოდ საშიშია დემოკრატიული
საზოგადოებისთვის. თაღლითობა, როგორც საკუთრების წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის ერთ-ერთი სახე, საკმაოდ გავრცელებულია. ბოლო
ათწლეულის განმავლობაში თაღლითობა, სტატისტიკის მიხედვით, სხვა
დანაშაულებთან შედარებით მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებლით
გამოირჩევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი
არ შეცვლილა.
ასე რომ, იგი რჩება ერთ-ერთ იმ დანაშაულთა შორის, რომლის
პრევენციაც სახელმწიფოს პრიორიტეტულად მიაჩნია.
1
ნაშრომის მიზანია თაღლითობის მაკვალიფიცირებელი იმ ნიშნების აღწერა,
რომლებიც გაუადვილებს სასამართლოს თაღლითობის კვალიფიკაციას.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის პრობლემური ასპექტების
განხილვა; ასევე, სასამართლო პრაქტიკის დროს დაშვებულ შეცდომებზე
მითითება და თაღლითობის ზოგადი პრევენცია.
გარდა ამისა, ნაშრომში მოყვანილია სასამართლო პრაქტიკის მაგალითები,
რომელთა გაანალიზების საფუძველზეც გამოიკვეთება ის პრობლემები,
როგორებიცაა დამთავრებული თაღლითობისა და მისი მცდელობის
სტადიების გამიჯვნა; თაღლითობის განსხვავება მონათესავე
დელიქტებისაგან და სხვა.
ნაშრომის პირველი თავი ეთმობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის - თაღლითობის დეტალურ დახასიათებას.
მოცემულია დანაშაულის ცნება, ქმედების შემადგენელი თითოეული ნიშანი
და მათი შეფასება, დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის
ნიშნები. განხილულია მოტყუება, როგორც დანაშაულის განუყოფელი ხერხი.
მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი
საკითხები, რომლებიც თაღლითობას გამოარჩევს სხვა დანაშაულებისაგან და
რომელთა განსაზღვრაც აუცილებელია ქმედების თაღლითობად
კვალიფიკაციისათვის. ასევე, წარმოდგენილია იმ ზიანის შეფასება, რომელიც
თან სდევს კონკრეტულ არამართლზომიერ ქმედებას. ამასთან, შეფასებულია
უმოქმედობა, როგორც თაღლითობის ჩადენის შესაძლო ფორმა.
Subjects

საქართველოს სისხლის ს...

თაღლითობა და დანაშაულ...

სამართლებრივი სტატისტ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro nadirashvili.pdf

Description
თაღლითობის კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები
Size

966.97 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):bd2d2a7c77c385ff8a8bdff2e5344cfc

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact