Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Humanities
  6. Dissertations and Master Theses
  7. ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია
 
  • Details
Options

ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია

Date Issued
2020
Author(s)
გამსახურდია, კონსტანტინე  
Advisor(s)
გორდეზიანი, ლევან  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Humanities  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/2474
Abstract
წინამდებარე სადოქტორო ნაშრომში განხილულია ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანული ეპოქის იბერიაში, მათი ურთიერთქმედება, რამაც მეტად საინტერესო ნაყოფები გამოიღო საზოგადოებრივი ცხოვრების, პოლიტიკის, კულტურის და რელიგიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში, ასევე მათ შორის არსებული დაპირისპირებულობა, რამაც მეცნიერული დაკვირვების არეალი საგრძნობლად გააფართოვა. როგორც ევროპულ-ამერიკული, ისე საბჭოთა სივრცეში განვითარებული მეცნიერული კვლევის რეცეფციამ ასევე საინტერესო გამოდგა წინამდებარე ნაშრომისთვის - იგულისხმება ახლებური გააზრება ― "ძველი" დებულებებისა და კონცეპტებისა. აღნიშნული თემატიკის განხილვა სხვადასხვა სამეცნიერო თეორიების და მიდგომების გამოყენების შესაძლობას გვაძლევს საკვლევ საკითხთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ განაპირობებს ნაშრომის ინტერდისციპლინარულ ხასიათს. მოცემულ საკითხთა კვლევისას გადამწყვეტო მნიშვნელობა ენიჭება ადრექრისტიანულ იბერიაში კულტურული გავლენების თეორიულ ანალიზს, რომლებმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა როგორც სახელემწიფოებრიობის ქმნადობაზე, ისე სრულიად ახალ რელიგიაზე - ქრისტიანობაზე გადასვლას რაც შეეხება. საკვლევი პერიოდის განსაკუთრებული მნიშვნელოვნება იმითიცაა განპირობებული, რომ მოგვიანო მწიგნობრულ რეცეფციაში მას სრულიად განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს მიკუთვნებული.
სადოქტორო ნაშრომში შემოთავაზებულია ახლებური გააზრება ჯერ კიდევ აქემენიანთა ეპოქაში არსებული მაზდაიზმის იბერიაში გავრცელებული ფორმისა, რომელმაც თავისი არსებობა პართულ ეპოქაში განაგრძო და დაექვემდებარა გარკვეულ რეფორმირებას სასანიანთა ხანაში, ასევე მითრას, ანაჰიტას და ვერეთრაგნას კულტებისა. მოცემულია მცდელობა მთლიანი კულტურული ქსოვილის რეკონსტრუქციისა, რომლებშიც ეს კულტები და მათთან დაკავშირებული მითო-პოეტური ნარატივები თავისებურად აირეკლნენ. კვლევა შეეხო ასევე იმ მოგვიანო საისტორიო ტექსტებს, რომელთა ზუსტი ასაკის შესახებაც მეცნიერებაში განსხვავებუყლი მოსაზრებები არსებობს. ეს პროცესი მეტ-ნაკლები მსგავსებით მიმდინარეობდა ბერძნულ-ირანული კულტურული სამყაროს სხვა არეალებშიც - სირიაში, მესოპოტამიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, სომხეთში, ანატოლიაში.ამ ნაშრომში გაწეულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აღნიშნული პროცესების შედეგად იბერიაში შედეგად მივიღეთ ძველი და ახალი, იმპორტირებული და ადგილობრივი კულტების რაღაცნაირი შერწყმა, ― "ზედდების" პრინციპით. ჩვენს კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ირანული კულტურის გავრცელების დამადასტურებელარქეოლოგიურმონაპოვარს არმაზში, დედოფლის მინდორზე და უფლისციხეში; გამოთქმულია ჰიპოთეზა, თუ რომელი წინარე-ღვთაებები უნდა მდგარიყო გარეგნულად ირანიზებული კულტების მიღმა. სამეცნიერო ბრუნვაში შემოდის ასევე ქართულ წყაროთა ისეთი ცნობებიც, რომლებიც აქამდე ჯეროვნად არ განხილულან. კვლევის ეპიცენტრში ექცევა III საუკუნის პართულ ფალაურზე შედგენილ ტექსტში (M-216 b) არსებული მინიშნება მანიქეური რელიგიის გავრცელებაზე ქართლში, ასევე იმ ჰიპოთეტური მეფის სახელი, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ახალი რელიგიის რეციპიენტი; კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ცხადია, რომმოგვიანებით ისეთი მწიგნობარი ეპისკოპოსის არსებობა ― "ჩვეულებრივი" ქრისტიანული ინსტიტუტის წიაღ, რომელიც გარკვეულ შეხებაში უნდა ყოფილიყო აღნიშნულ მოძღვრებასთან, სრულიადაც არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითობა.ნაშრომში განხილულია უძველესი ინდო-ირანული ღვთაების, სიკეთისთვის და სინათლისთვის მეომარი და ბოროტ საწყისთან ბრძოლის გზით ტრიუმფატორი ვერეთრაგნას ღვთიური ექვივალეტები სხვადასხვა რელიგიებსა და მითო-პოეტურ ნარატივებში, ასევე აღნიშნულ ღვთაებასთან დაკავშირებული ეპოსის კვალი ქართულ წყაროებში, ასევე კეთდება ქართული მითოსის მოტივების და ზოროასტრული რელიგიური გადმოცემების შედარებითი ანალიზი, რამაც სამოთხის საკრალური ხეების სიმბოლიკის შესწავლისას წარმოაჩინა ქართულ საისტორიო ტექსტებში ირანული და სემიტური კულტურების შეხვედრის ნაყოფები - ის რაც აირეკლა პირველი სვეტიცხოვლის აშენების და ქართლის მოქცევის ნარატივშიც. კვლევამ გაათვალსაჩინოვა ირანული რელიგიის და კულტურისრეცეფცია,რომელიც ყოველ ეპოქაში აყენებდა საკითხს მისი პროტაგონისტის და ფუძემდებლის პიროვნებაზე, იცნობენ რა მას ზარათუსტრას ანუ ზოროასტრის სახელით. ქართული წყაროების მოგვიანო მწიგნობრულ ტრადიციაში ადგილი ქონდა მის გაიგივებას ბიბლიურ ნებროთთან, რომლის სახელით ცნობილი წიგნიც თითქოს ქონდათ იბერიის მეფეებს. ნაშრომშია შესწავლილია ის შინაარსები, რომლებიც იყო ამგვარი ლიტერატურის ძირითადი მდგენელი. კვლევა ასევე მოიცავს სამეფო ძალაუფლების კონცეპტს, როგორც ის არის წარმოდგენილი ― "ქართლის მეფეთა ცხოვრება"-ში, რაც მსგავსებას ამჟღავნებს ერთის მხრივ ჰომერულ ტექსტებთან, მეორეს მხრივ ძველირანულ ტრადიციასთან. ამაზევე მიანიშნებს ქართულ საისტორიო ტექსტებში სამეფო ატრიბუტიკა და ხელმწიფური პრივილეგიები, რომლებიც შეეხება მეფის, როგორც ღვთიური ქარიზმის მფლობელს, მის სამხედრო უნარ-ჩვევებს და მას ასევე წარმოაჩენს სიუხვის, სიმდიდრის განმაპირობებელ მნიშვნელოვან ფაქტორად.
Subjects

ირანული და სემიტური კ...

ადრექრისტიანული ეპოქი...

Degree Name
PhD in History
Degree Discipline
ისტორია / PhD Programme in History
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Gamsakhurdia Disertacia.pdf

Description
ირანული და სემიტური კულტურული ნაკადები ადრექრისტიანულ იბერიაში და მათი მოგვიანო მწიგნობრული რეცეფცია
Size

2.09 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):5d4bd7491d272365c906a5f9dd716a3a

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact