Options
Life and citizenship of Saint Andrew Christ of Salos
Date Issued
2022
Publisher
Mtsignobari
Abstract
ქრისტესთვის სალოსი ნეტარი ანდრია X საუკუნეში, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში მოღვაწეობდა. ის ღვთისმშობლის მფარველობით იყო ცნობილი. მისი ხსენების დღე 15 ოქტომბერია (ძვ. სტ. 2 ოქტომბერი). წარმოშობით სკვითი ანდრია კონსტანტინეპოლში დიდმოხელე თეოგნოსტას მონობაში ცხოვრობდა. თეოგნოსტა იმპერატორ ლეო VI დიდის (886-912 წწ) პროტოსპატარიოსი (პირველი
მახვილის მპყრობელი) იყო. წმიდანს სულიერ მამობას აია სოფიას მღვდელმსახური ნიკიფორე უწევდა. ნეტარ ანდრიას ღვთის ეკლესია და წმინდა წერილების კითხვა უყვარდა. ძლიერი სურვილი თავისითავი ქრისტესთვის მიეძღვნა, მან სულისშემძვრელი, უჩვეულო და ასკეტური ცხოვრებით იტვირთა, იგი ისე მოქმედებდა, თითქოს სულელი ყოფილიყო.
შენიშნეს რა მისი სიგიჟე, ანდრია წმიდა ანასტასიას მონასტერში განსაკურნებლად მიავლინეს. აქ მას წმიდა ანასტასია გამოეცხადა და ასკეტური მოღვაწეობის გაგრძელებისაკენ მოუწოდა. მალე წმიდა ანდრია ეკლესიიდან გამოაძევეს, შეიტყვეს რა მის მიერ გამოგონილი სიგიჟის შესახებ. ამიერიდან, ქრისტესთვის სალოსს მშიერსა და ნახევრად შიშველს დედაქალაქის ქუჩებში უწევდა ცხოვრება. მრავალი წლის განმავლობაში წმიდანი დაცინვას, შეურაცხყოფასა და ცემას მოთმინებით იტანდა. ის მოწყალებას ითხოვდა და შემდეგ ღარიბებს ურიგებდა, წმიდა ანდრიას მათხოვრები ფულს ზიზღით ართმევდნენ. ის კი თავმდაბლობით იტანდა დამცირებას და მათთვის ლოცულობდა. მისი სიბრძნე და სულიერი სიმაღლე მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც მან საიდუმლო სულიერ მამასთან, აია სოფიას პრესვიტერ ეპიფანესთან საუბრისას გაამჟღავნა.
თვითკონტროლისა და თვინიერების გამო, წმიდანმა უფლისაგან წინასწარმეტყველებისა და სიბრძნის ნიჭი მიიღო, რითაც მან უამრავი ადამიანი სულიერი საფრთხისაგან იხსნა. პავლე მოციქულის მსგავსად, წმიდა ანდრია მეცხრე ცაში იქნა აყვანილი, სადაც მან უფალი იესო ქრისტე, მთავარანგელოზები და წმიდანები იხილა. ქრისტესთვის სალოს ანდრიას თავის მოწაფე ეპიფანესთან ერთად ვლაქერნის ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მლოცველი ეჩვენა. სვინაქსარის თანახმად, წმიდა ანდრიამ ეპიფანეს მიმართა: „ხედავ ძმაო, ღვთისმშობელი მთელი მსოფლიოსათვის ლოცულობს!“ ეპიფანემ უპასუხა: „ვხედავ მამაო, და მე საშინელი ვარ“. ნეტარი ანდრია სალოსი 66 წლის ასაკში, 936 წელს აღესრულა. წმიდა ანდრიას ცხოვრება ნიკიფორე კონსტანტინეპოლელმა X საუკუნეში იმ დროს დაწერა, როდესაც წმიდანმა თავის მოწაფე ეპიფანეს სამყაროს აღსასრულის წმიდა საიდუმლო გაუმხილა. ბიზანტიის იმპერიის დროს არაერთი მწერალი აპოკალიფსს კონსტანტინეპოლის დაცემას უკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ XIV-XV სს-ში იმეორებდნენ, მათი წარმომავლობა X საუკუნით თარიღდება. ამ დროს აღმოსავლეთ რომის იმპერია ჯერ კიდევ ძლიერი იყო. კონსტანტინეპოლის დაცემა გადმოცემულია წმიდანის ცხოვრების სტრიქონებს შორის. ტექსტის მიხედვით, აია სოფია წყალდიდობას გადაურჩებოდა. ანდრია განმარტავს, რომ მხოლოდ სვეტი დარჩებოდა უვნებლად, რადგან მის საძირკველში ქრისტეს ჯვარცმის დროს
გამოყენებული წმიდა ლურსმნები იყო დავანებული. ანდრია სალოსი წინასწარმეტყველებდა, რომ მსოფლიოს დასასრული კონსტანტინეპოლის დაცემიდან მოკლე დროში დადგებოდა. თხზულების თანახმად, მოკლე დრო 100-დან 1000 წლამდე პერიოდს გულისხმობდა.

File(s)
No Thumbnail Available
Name
ცხოვრება და მოქალაქობა წმიდისა ნეტარისა ანდრია ქრისტსთვის სალოსისა.pdf
Size
9.28 MB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):cc65292249a83d8cc5ebe0c11de3252d