Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. საყოველთაო კეთილდღეობის პერსპექტივა საჯარო მმართველობის მოდერნიზაციის პირობებში
 
  • Details
Options

საყოველთაო კეთილდღეობის პერსპექტივა საჯარო მმართველობის მოდერნიზაციის პირობებში

Date Issued
2019
Author(s)
ლოლიაშვილი, მაკა  
Advisor(s)
ხარშილაძე, ირმა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1075
Abstract
თანამედროვე საზოგადოებრივი, ტექნოლოგიური თუ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმყოფება, რაც ბუნებრივად იწვევს საჯარო მმართველობის მოდერნიზების საჭიროებას. სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანები კი კვლავ ეფექტურად და ხარისხიანად უნდა იქნეს განხორციელებული. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელია საჯარო მმართველობა სათანადოდ რეაგირებდეს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე და სწორად შერჩეული აქტივობების მეშვეობით ხარისხიანად ფუნქციონირებდეს.
წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში საკვლევ პრობლემას წარმოადგენს მოდერნიზებული საჯარო მმართველობების პირობებში საყოველთაო კეთილდღეობის განვითარების პერპექტის შესწავლა. აღნიშნული ასპექტით საკითხის შეფასება კი შესაძლებელია შესაბამისი კვლევის ობიექტისა და საგნის შერჩევით. ხსენებულის გათვალისწინებით, კვლევის ობიექტს წარმოადგენს საჯარო მმართველობის მიერ საქმიანობის განხორციელებისა და ამოცანათა შესრულების შესაძლებლობა პრივატიზაციის მეშვეობით. შესაბამისად, კვლევის საგანს წარმოადგენს პრივატიზაციის აქტორთა - საჯარო მმართველობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში საყოველთაო კეთილდღეობის განვითარების დინამიკა. კვლევის მიზანს წარმოადგენს იმ რეალობის გამოკვეთა, რომელშიც თანამედროვე მმართველობის პირობებში იმყოფება საყოველთაო კეთილდღეობის კონცეფცია.
კვლევის ფარგლებში დამუშავებულ იქნა ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურა, სასამართლო გადაწყვეტილებები.
ნაშრომის სტრუქტურა მოიცავს შესავალს, დასკვნასა და 6 თავს. საწყის თავში საჯარო მმართველობისათვის გამოძებნილია შესაბამისი კორდინატი სახელისუფლებო სივრცეში, აღწერილია საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ვარიაციები, საჯარო მმართველობისათვის განსაზღვრული სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებში გამოყოფილია: მომწესრიგებელი, მომსახურებისა და გეგმარებითი მმართველობა, განხილულია საყოველთაო კეთილდღეობის კონცეფცია და გაანალიზებულია საჯარო მმართველობის ფუნქციები.
Subjects

საჯარო მმართველობის ა...

თანამედროვე სახელმწიფ...

პრივატიზაციის სამართლ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro loliashvili.pdf

Description
საყოველთაო კეთილდღეობის პერსპექტივა საჯარო მმართველობის მოდერნიზაციის პირობებში
Size

806.7 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):58395bb241b534fc6dbd40d54594a940

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact