Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ტერორიზმის დაფინანსების მოდელები
 
  • Details

ტერორიზმის დაფინანსების მოდელები

Date Issued
2019
Author(s)
ჯიქია, გიორგი  
Advisor
გორაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/972
Abstract
ტერორიზმთან ბრძოლა მსოფლიო ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მიზანი და
პრიორიტეტია, ვინაიდან წარმოადგენს თანამედროვეობის ყველაზე საშიშ და ძნელად
შესაცნობ მოვლენას. ტერორისტულ აქტებს მოყვება ადამიანების მასობრივი
მსხვერპლი, ახდენს ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხალხის მასებზე, ხელს უწყობს
მტრობის გაღვივებას სახელმწიფოებს შორის, პროვოცირებას უკეთებს ომის დაწყებას
და უნდობლობის და ზიზღის გაღვივებას სხვადასხვა სოციალურ და ნაციონალურ
ჯგუფებს შორის.
აღნიშნულ პრობლემას არაერთი კვლევა მიეძღვნა, როგორც ადგილობრივი ისე
საზღვარგარეთის ავტორების, განსაკუთრებით მათი რაოდენობა გაიზარდა ბოლო
წლებში.
საკვლევი თემის აქტუალურობა. ტერორიზმს გააჩნია ღრმა ისტორიული
ფესვები, თუმცა რეალური გასაქანი მიეცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. იგი
შეიძლება XXI საუკუნის შავ ჭირად შეფასდეს. სტატისტიკის მიხედვით, ორ დღეში
ერთხელ ხდება ტერაქტი, რის შედეგადაც ხდება უდანაშაულო ადამიანთა დაღუპვა.
ყოველწლიურად იმატებს ტერაქტების რიცხვი, იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა და
აგრესია, იზრდება ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების დონეც, რაც
გამოიხატება იმაში, რომ ყოველი მომდევნო ტერორისტული აქტი წინაზე საშინელია.
დღესდღეობით ტერორიზმის პრობლემა წარმოდგენს აქტუალურ საკითხს
ყველა ქვეყანაში. ის წარმოადგენს დიდ საფრთხეს ქვეყნის ნაციონალური
უსაფრთხოებისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებები და
დეტერმინანტები, რომლის შედეგადაც ტერორიზმი ვითარდება და მისი მაშტაბები
გამუდმებით იზრდება. სწორედ ასეთი დეტერმინანტი არის ტერორიზმის დაფინანსება.
გლობალიზაციასთან ერთად ტერორიზმის დაფინანსება მსოფლიო მაშტაბზე გავიდა და
გახდა ტრანსნაციონალური მოვლენა და ამასთან ერთად მლოფლიო მაშტაბის
პრობლემაც. აქედან გამომდინარე ტერორიზმის დაფინანსების მოდელების შესწავლა
დროული და აქტუალურია.
შეიძლება ითქვას, რომ ტერორიზმი ეს არის მეთოდი, რის საფუძველზეც
ორგანიზებული ჯგუფი ან პარტია ცდილობს მიაღწიოს მის მიზანს, სისტემატიური
ძალადობის გზით. ტერორიზმი მისი გამოვლინების ნებისმიერ ფორმაში წარმოადგენს
ერთ-ერთ საშიშ, არაპროგნოზირებად და საზოგადოებრივ-პოლიტიკური და
მორალური პრობლემის შედეგს. თუ ადრე ტერორისტული ორგანიზაციების
დაფინანსება ხდებოდა ამა თუ იმ ქვეყნის მიერ და მათ ინტერესებს იცავდა, ეხლა
აღნიშნული ორგანიზაციები ხშირად მოქმედებენ დამოუკიდებლად.
Subjects

ტერორიზმი

საერთაშორისო ორგანიზა...

ტერორიზმის დაფინანსებ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro jikia.pdf

Description
ტერორიზმის დაფინანსების მოდელები
Size

731.74 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):32a14ad81c6b6919bad2ab97d0d9c1ef

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings