Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები
 
  • Details
Options

გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები

Psychological Aspects of Negligence
Date Issued
2019
Author(s)
ბეგიაშვილი, მარიამ  
Advisor(s)
ივანიძე, მაია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/974
Abstract
დანაშაულებრივი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, იმ ობიექტური
პროცესების მხრივ განიხილება, რომლებიც პირის ნებით იქნა გამოწვეული.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია პირის ნებელობით ქცევასა და დამდგარ შედეგს
შორის არსებული კავშირის დადგენა. დანაშაულებრივი ქმედება მოქმედი
პირის ნების შინაარსის მიხედვითაც განიხილება. აქ კი ის პროცესები
იგულისხმება, რომლებიც პირის ფსიქიკაში მიმდინარეობს. დანაშაულის
სუბიექტური მხარის შინაარსი და მნიშვნელობა ზოგადად, ფსიქიკის ისეთი
ელემენტების ანალიზის საფუძველზე დგინდება, როგორიცაა ადამიანის
აზრები, გრძნობები, განზრახვა, ნებელობა. დანაშაულის სუბიექტური მხარის
შემადგენელი ნიშანი თავისებურად ასახავს დანაშაულის ფსიქიკურ შინაარსს.
როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებლობითი ბრალის განსაზღვრისას
სათვალავში მიიღება ფსიქიკის ორი ელემენტი - ინტელექტუალური და
ნებელობითი.“1
წინარე ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს ქცევის ძირითადი
ფსიქოლოგიური ასპექტების გამოკვეთა, მათი სამართლებრივი ბუნების
გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივ გაუფრთხილებლობასთან
იდენტიფიცირება და ამ გზით გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური
ასპექტების დადგენა. ნაშრომში გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური
ასპექტები ქცევის დახასიათების ფარგლებშია განხილული. მიუხედავად იმისა,
რომ ნაშრომის სახელწოდებაა „გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური
ასპექტები“, გვერდს ვერ ავუვლით განზრახვასა და განზრახი ქცევის
ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რადგან, არაპირდაპირ განზრახვასა და
თვითიმედოვნებას შორის საკმაოდ მცირე განსხვავება არსებობს. ამასთან, იმ
ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვა, რაც ზოგადად ქცევას ახასიათებს,
ძალზედ საინტერესოა როგორც განზრახვის, ისე გაუფრთხილებლობის
ნაწილში. საინტერესოა ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც ქცევის და
მისი შემადგენლების განმარტებისას, მიგვითითებენ სისხლისსამართლებრივ
განზრახ ქმედებასა და სისხლისსამართლებრივ გაუფრთხილებლობით
ქმედებას შორის ურთიერთმიმართებაზე. სწორედ ამ და სხვა არგუმენტების
მხედველობაში მიღებით, კვლევისას საუბარია ასევე იმ ფსიქოლოგიურ
ფაქტორებზეც, რომლებიც ახასიათებს გაუფრთხილებლობას და მის ქცევაში
განხორციელებას განაპირობებს.
Subjects

გაუფრთხილებლობის საკა...

გაუფრთხილებლობითი დან...

ქმედებისა და ქცევის უ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro begiashvili.pdf

Description
გაუფრთხილებლობის ფსიქოლოგიური ასპექტები (Psychological Aspects of Negligence)
Size

670.98 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):cb6d18223e06b4d2b918ffd486116e24

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact