Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Medicine
  6. Dissertations and Master Theses
  7. Perspectives of Developing the Nursing Practice in Georgia
 
  • Details
Options

Perspectives of Developing the Nursing Practice in Georgia

Date Issued
2019
Author(s)
Omiadze, Tamar  
Advisor(s)
ყაზახაშვილი, ნატა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Medicine  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/513
Abstract
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საექთნო საქმიანობა აქტუალური განხილვის საგანია, რადგან ექთნების რაოდენობის დეფიციტი საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს და განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა დაბალი და საშაულო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობაში. ექთნების რაოდენობის სიმცირე და განათლების დაბალი დონე კი მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისათვის. არსებული მდგომარეობა უარყოფითად აისახება ჯანდაცვის სისტემასა და პაციენტის სამედიცინო მომსახურების შედეგებზე.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისათვის“ ნათქვამია, რომ ,,საქართველოში კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი არათანაბარი გეოგრაფიული გადანაწილება არის მნიშვნელოვანი ბარიერი ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისათვის. კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებულმა თანაფარდობამ (1:0.67), ამ მონაცემით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს. საქართველოში გაცილებით მაღალია მოსახლეობის ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი (573.3 ყოველ 100,000 მოსახლეზე — 2015), ვიდრე ევროპულ ქვეყნებში (322). სახეზეა ექთნების ნაკლებობა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. საგრძნობია ექთნების რაოდენობის ნაკლებობა და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია. მდგომარეობას ამძიმებს მკვეთრი დისბალანსი ადამიანური რესურსის წარმოებასა და მოთხოვნას შორის. ასევე, ყოველგავრ ქმედით მექანიზმს მოკლებულია უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) სისტემა, რომელიც ვერ აძლევს სამედიცინო პერსონალს ადეკვატური თეორიული ცოდნისა თუ კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ადამიანური რესურსის პრობლემას” (საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითრების გეგმა 2030 წლისათვის).
Subjects

საექთნო საქმიანობა სა...

Degree Name
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
Degree Discipline
საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Samagistro Tamar Omiadze.pdf

Description
საექთნო საქმიანობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
Size

1.22 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):e3ab34ef5c49bc5d67d3f3584cb07df8

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact