Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციის ცალკეული პრობლემატური საკითხები ქართულ სისხლის სამართალში
 
  • Details
Options

თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციის ცალკეული პრობლემატური საკითხები ქართულ სისხლის სამართალში

Date Issued
2019
Author(s)
ბაიდოშვილის, თორნიკე  
Advisor(s)
მჭედლიშვილი-ჰედრიხი, ქეთევან  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/942
Abstract
სისხლის სამართალი სამართლის განსაკუთრებული დარგია, რადგან იგი
აწესრიგებს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციის, კერძოდ კი რეპრესიული
ფუნქციის გამოყენების წესსა და საფუძველს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ
„სისხლის სამართლის ამოცანა არის სოციალურად საშიში ქცევების წინააღმდეგ
ბრძოლა და ამგვარად ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების დაცვა.“
აღნიშნული
ამოცანის სრულყოფილად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, რომ პირის მიერ
ჩადენილი ქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად იქნეს შეფასებული და
შესაბამისად, იგი სამართლიანად დაისაჯოს, რისთვისაც აუცილებელია, რომ
კანონმდებლის მიერ კანონში განოვლენილი ნება სწორად იქნეს გააზრებული.
გამომდინარე აქედან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სისხლის სამართლის
დოგმატიკა, რომლის მთავარი ამოცანაც არის სისხლის სამართლის კანონის სწორად
განმარტება. მოცემული სამაგისტრო ნაშრომის მიზანი არის სწორედ ის, რომ
სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში არსებულ დანაშაულში თანამონაწილეობის
პრობლემატიკა სწორად იქნეს გადაწყვეტილი. ხსენებული საკითხის აქტუალობა
დაკავშირებულია ასევე იმასთან, რომ ნაშრომში მოყვანილი პრობლემატური
საკითხების სწორი გადაწყვეტა ემსახურება სისხლის სამართლის ფუნდამენტური
პრინციპების პრაქტიკაში რეალიზაციას. მოგვეხსენება, რომ სისხლის სამართლში,
ისევე როგორც სამართლის სხვა დარგებში, არსებობს ფუნდამენტური
მნიშვნელობის პრინციპები. ეს უკანასკნელი კი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და
ნიშნავს პირველსაწყისს, სახელმძღვანელო იდეას, ქცევით ძირითად წესს, რითაც
ხელმძღვანელობენ პრაქტიკულ თუ თეორიულ საქმიანობაში
ჩვენ ვიცით ასევე,
რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება - მისი კვალიფიკაცია,
განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია, რადგან სწორედ
აღნიშნული პროცესის შედეგად შერჩეული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო
ნაწილის ნორმით საბოლოო ჯამში განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობის სახე
და ზომა. ეს უკანასკნელი კი დაკავშირებულია სხვადასხვა მატერიალურ თუ
პროცესუალური ხასიათის საკითხებთან, რომლებიც, საბოლოო ჯამში,
განსაზღვრავენ პირის დასჯადობას მის მიერ განხორციელებული ქმედების გამო.
გარდა ამისა მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში განსახილველი თემის აქტუალურობას
ასევე ადასტურებს ის, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაცია მჭიდრო კავშირშია
კანონიერების პრინციპთან, რომელიც საკუთარი არსით ნიშნავს არა მარტო
ქმედების ფორმალურ შესაბამისობას ქმედების საკანონმდებლო შემადგენლობასთან,
არამედ თვით ამ ქმედების ზუსტ საკანონმდებლო აღწერას და მის
სისხლისსამართლებრივ შეფასებას
როგორც უკვე აღინიშნა ქმედების სწორი
კვალიფიკაცია მჭიდროდაა დაკავშირებული სასჯელის ინდივიდუალიზაციის
საკითხთან, რადგან ამ შემთხვევაში საქმე შეეხება ორი ან მეტი პირის მიერ
დანაშაულის განხორციელებას თანაბრალეულობის ვითარებაში. ამიტომაცაა
აუცილებელი ზუსტად იქნეს დადგენილი ამ დანაშაულში თითოეული
თანამონაწილის, აგრეთვე ამსრულებლის როლი, ამის შესაბამისად თითოეული
მათგანის ბრალის ხარისხი. სწორედ აღნიშნული საკითხების სწორ გადაწყვეტას
ემსახურება თანამონაწილის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რომელიც ორგანულად
არის დაკავშირებული სუბსუმციასთან, რა დროსაც სილოგისტური დასკვნის
გამოყენებით სისხლის სამართლის კანონში მოცემულ ნიშნებს ქვეშ ვუყენებთ პირის
მიერ განხორციელებულ ქმედებას და გამოგვაქვს საბოლოო დასკვნა, (conclusion)
პირის მიერ კონკრეტული დანაშულის ჩადენის ან არჩადენის შესახებ. სუბსუმციის
დროს გამოტანილი დასკვნა კი არის ქმედების კვალიფიკაცია. მაშასადამე,
კვალიფიკაცია შეგვიძლია გავსაზღვროთ, როგორც პირის მიერ ჩადენილი ქმედების
სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულ შეფასებას განსაკუთრებული დატვირთვა
გააჩნია სხვადასხვა სისხლისსამართლებრივ პრინციპებთან მიმართებაში. უნდა
ითქვას, რომ მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველას დამსახურებისამებრ
მიეზღოს.
Subjects

დანაშაულში თანამონაწი...

თანამონაწილეთა სახეებ...

ამსრულებლისა და თანამ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro baidoshvili.pdf

Description
თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციის ცალკეული პრობლემატური საკითხები ქართულ სისხლის სამართალში
Size

1.06 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):df2483b0eb3bef29a5244353d68b4cb2

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact