Options
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა არაქონებრივი ზიანისთვის
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელისუფლებო ძალაუფლების მატარებელი სუბიექტის მოვალეობაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ისე განხორციელება, რომ დაცული იყოს კერძო პირთა უფლებები და არ მოხდეს მათი არამართლზომიერი შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანოებისა თუ პირებისაგან მიყენებული ზიანისათვის ეფექტიანი და ქმედითი ანაზღაურების უფლება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიყენებული ზიანი სრულად, რაც თანაბრად მოიცავს დამდგარ ქონებრივ და მორალურ ზიანს. ადმინისტრაციული ორგანოსაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ადამიანის პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული არაქონებრივი ზიანის გათანაბრების, გაწონასწორების საკითხი წარმოადგენს, რომლის გადაწყვეტაც ქართულ რეალობაში მრავალმხრივ ანალიზს საჭიროებს.
თანამედროვე სამართალბრუნვის პროცესში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს მნიშვნელოვან და მრავალასპექტიან საკითხს, რომელიც დაკავშირებულია სამართლის პრაქტიკისა და თეორიის არაერთგვაროვან მიდგომებთან. თანდათანობით მატულობს ინტერესი ისეთი სიკეთეების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების მიმართ, რომელთა ფულადი სახით გამოხატვაც შეუძლებელია. არაქონებრივი სამართლებრივი სიკეთეების დაცვა გამომდინარეობს და მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროსთან. შესაბამისად, განსაკუთრებული ინტერესის საგანია საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ აღნიშნული უფლებების ხელყოფის შედეგად გამოწვეული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხი.

File(s)
Loading...
Name
samagistro giorgadze.pdf
Description
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა არაქონებრივი ზიანისთვის
Size
792.45 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):25f72cd25e239f7b8b50cda47af5cd1e