Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. საქვეყნო პროცესისა და მასმედიის ზეგავლენა ბრალდებულის უფლებების განხორციელებაზე
 
  • Details

საქვეყნო პროცესისა და მასმედიის ზეგავლენა ბრალდებულის უფლებების განხორციელებაზე

Date Issued
2019
Author(s)
ზაქარიაშვილი, ნანა  
Advisor
თუმანიშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/944
Abstract
სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელია
სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის უფლებების დაცვა, რომლებიც
გარანტირებულია საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტებით.
საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას ადამიანის, მით უფრო
ბრალდებულის, უფლებების დაცვის კუთხით. ყოველდღიურად იზრდება
სახელმწიფოს ჩართულობა აღიშნული უფლებების დასაცავად, მსგავსად
სამართლებრივად განვითარებული ქვეყნებისა, სადაც ადამიანის უფლებები
უზენაესი ღირებულებაა და მათი დაცვა სახელმწიფოს ვალდებულება.
21-ე საუკუნის ტექნოლოგიების ხანაში ბრალდებულის უფლებების
ეფექტიანი დაცვა უფრო და უფრო რთულდება, გამომდინარე ინფორმაციის
უსწრაფესი გავრცელებიდან. მედიასაშუალებების ჩართულობა სისხლის
სამართლის საქმეში ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იყო აქტუალური, თუმცა
დღესდღეისობით მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის ადრესატი არა
ასეულობით, არამედ მილიონობით ადამიანია, რაც თავის მხრივ, ზრდის
ბრალდებულის ისეთი უფლებების დარღვევის რისკს, როგორებიცაა
უდანაშაულობის პრეზუმფცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მხარეთა
თანასწორობა და შეჯიბრებითობა, არასრულწლოვანთა ანონიმურობის დაცვის
ვალდებულება, სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება, უფლება მისი საქმე
განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და სხვ.
აღნიშნულ ნაშრომში განხილულია საქვეყნო პროცესის პრინციპისა და
მედიასაშუალებების ზეგავლენა ბრალდებულის უფლებების განხორციელებაზე
სისხლის სამართლის პროცესში. საქართველოში, ბოლო წლებში, აქტიურად
შეინიშნება, საქვეყნო პროცესისა და მედიასაშუალებების გადამეტებული
ჩართულობის ფონზე, ბრალდებულის არაერთი უფლების დარღვევა. აქედან
გამომდინარე, წარმოდგენილი ნაშრომი მნიშვნელოვან სამართლებრივ
პრობლემას ეხება, რომელიც უდავოდ აქტუალურია საქართველოში.
ნაშრომის სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ბრალდებულის ის
უფლებები, რომლებიც შესაძლოა ყოველდღიურად დაირღვეს პროცესის
საჯაროობიდან გამომდინარე, მედიასაშუალებების ზიანის მომტანი
გაშუქებისგან. ამ უფლებების არსი და მნიშვნელობა, ძირითადი ასპექტები.
მედიასაშუალებების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში ჩართულობის და
მისი გაშუქების შეფასება ზნეობრივი და სამართლებრივი კუთხით.
Subjects

საქვეყნო პროცესი

მასმედიის როლი

საპროცესო გარანტიები

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro zaqariashvili.pdf

Description
საქვეყნო პროცესისა და მასმედიის ზეგავლენა ბრალდებულის უფლებების განხორციელებაზე
Size

1008.49 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):4e6351ca7ae865b47c95eabcee54059a

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings