Publication: ამინდის და კლიმატის შესწავლა ანსამბლური მეთოდის გამოყენებით მთის მდგრადი განვითარებისათვის
Loading...
Date
2024
Authors
ტატიშვილი, მარიკა
მელაძე, მაია
მელაძე, გიორგი
ხოზრევანიძე, ნოე
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
გამომცემლობა “სამშობლო“
Abstract
Description
მონოგრაფიაში ამინდის და კლიმატის შესწავლა ანსამბლური მეთოდის გამოყენებით მთის მდგრადი განვითარებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კომპლექსურადაა შესწავლილი ამინდის წარმოქმნის და ცვალებადობის გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორები, ასევე თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კლიმატის ცვლილება. მონოგრაფიაში თანმიმდევრეობითაა განხილული დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე ამინდწარმომქმნელი პროცესები, ამინდის საპროგნოზო მოდელები, გამოყენებულია მიწისპირა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის და დედამიწის სადამკვირვებლო მისიის თანამგზავრული დაკვირვების მონაცემები. განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიური მოვლენები. აღსანიშნავია, რომ მთები უზრუნველყოფს აუცილებელ საქონელს და მომსახურებას, მათ შორის მტკნარი წყლის უზარმაზარ რესურსებს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებას, და სხვ. მთები აუცილებელია გლობალური მდგრადი პრაქტიკული გამოყენების მიზნით. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრინციპების შესაბამისად, შეფასებულია საქართველოს მთიანი რეგიონების აგროკლიმატური რესურსები; კლიმატის ცვლილების ზემოქმედება აგრარულ სექტორზე; განხილულია ეკოლოგიური მიწათმოქმედების ასპექტები მაღალმთიანი აგროკლიმატური პირობებისათვის. მონოგრაფიას აქვს, როგორც სამეცნიერო და სასწავლო, ისე პრაქტიკული ღირებულება. ნაშრომი შედგენილია ორ ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაც განაპირობებს მის პოპულარიზაციას.
მონოგრაფია განკუთვნილია ამ დარგში მომუშავე სპეციალიტებისა და ფართო საზოგადოებისათვის. იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
Keywords
ამინდის წარმოქმნა და ცვალებადობა, ბუნებრივი ფაქტორები, დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე ამინდწარმომქმნელი პროცესები, ამინდის საპროგნოზო მოდელები, მიწისპირა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელი, თანამგზავრული დაკვირვების მონაცემები, სტიქიური მოვლენები