Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. შინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი
 
  • Details
Options

შინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი

Date Issued
2019
Author(s)
დრიაშვილი, ნიკა  
Advisor(s)
ხერხეულიძე, ირინე  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1105
Abstract
სასჯელი სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს და პრაქტიკულად პირზე ზემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. არ არსებობს სისხლის სამართალი სასჯელების გარეშე, შესაბამისად მოცემული საკითხი ოდითგანვე აქტუალურია. წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ნოვატორულ სახეს ქართულ სამართალწარმოებაში და ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების გავლენა მსჯავრდებულების მდგომარეობაზე სისხლის სამართლის მიზნების კუთხით. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს ისიც, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში შინაპატიმრობის ინსტიტუტის არც თუ ისე დიდი წარსულის გამო მეცნიერებაში კამათი არ წყდება მისი დადებითი და უარყოფითი გავლენის შესახებ, იმ ცალკეული უფლებების გარშემო, რომლებიც შესაძლოა ილახებოდეს მისი აღსრულების დროს. სასჯელების აღსრულება სისხლის სამართლის ყოველდღიური საქმიანობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად მსოფლიოში მოცემული თემატიკის ლიბერალიზაციის პარალელურად არასაპატიმრო სასჯელების და მათ შორის შინაპატიმრობის როლი სულ უფრო იზრდება. თემა აქტუალურია იმ კუთხითაც, რომ იგი ეხება ქართულ სამართალწარმოებაში შინაპატიმრობის აღსრულების შემაფერხებელ ცალკეულ პრობლემებს.
ნაშრომის მიზანია საპატიმრო სასჯელებთან მიმართებაში, არასაპატიმრო სასჯელების უპირატესობის წარმოჩენა, მეცნიერებაში გამოთქმული მოსაზრებების გაანალიზებით, სისხლის სამართლის მიზნების მიმართ და უშუალოდ შინაპატიმრობის, როგორც საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატიული სასჯელის განხილვა. ასევე დადებითი და უარყოფითი ეფექტის წარმოჩინება მკითხველისათვის, მათი შეპირისპირება და მართებული დასკვნების გამოტანა. ნაშრომის მიზანია, შინაპატიმრობის აღსრულების დროს მსჯავრდებულზე მოხდენილი ეფექტების გაანალიზება ლიტერატურისა და სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკაზე დაყრდნობით.
ნაშრომში მოცემული საკითხების სიღრმისეულად გაანალიზების მიზნით გამოყენებული იქნება ლოგიკური, სისტემური და შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდები, წამოწყებული მსჯელობის გასამყარებლად გამოყენებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებები და პირადი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებზე.
Subjects

საპატიმრო სასჯელები დ...

კანონთან კონფლიქტში მ...

პირადი და ოჯახური ცხო...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro driashvili.pdf

Description
შინაპატიმრობა,როგორც სასჯელის ნოვატორული სახე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ანალიზი
Size

941.5 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):074e1e597a61bad77fec626be08e5538

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact