Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Georgian Patriarchate St. Tbel Abuseridze Teaching University
  4. სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)
  5. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზანი და როლი დემოკრატიზაციის პროცესში
 
  • Details

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზანი და როლი დემოკრატიზაციის პროცესში

Date Issued
2019
Author(s)
ტაკიძე, თედო  
Advisor
მურადიშვილი, ხათუნა  
Institution
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  
Faculty
სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი  
URI
https://openscience.ge/handle/1/468
Abstract
XX საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული, მსოფლიოში აღინიშნება მზარდი ტენდენცია რეგიონალიზაციის განვითარებისა და პროცესების დარეგულირების მიმართულებით, ვინაიდან დემოკრატიული სახელმწიფოები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ადგილობრივი დემოკრატია ხანგრძლივი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის წყაროა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო პროცედურების თავისუფალი, სამართლიანი ჩატარება და წარმართვა ამ სტაბილურობის გარანტი.
ზეცენტრალური ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მოქნილნი და უფრო განახლებადნი არიან, უკეთ იცნობენ ადგილობრივ სპეციფიკას და საქმიანობას უფრო ნაკლები დანახარჯებითა და მეტი ეფექტურობით ახორციელებენ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ სჭირდება დიდი ძალისხმევა თავისი ტერიტორიების მართვის პროცესში. ამ პროცესში კი განსაკუთრებული როლი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკისრია, არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობას, აირჩიონ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ასევე მათი საარჩევნო ხმის თანაბარ ფასეულობას.
სახელმწიფო მართვის პროცესში იკვეთება ორი მიართულება: ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია. ნაშრომში ნათლადაა განხილული ორივე მიდგომა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით და განსაკუთრებით ყურადრება გამახვილებულია სწორ დეცენტრალიზაციაზე. დეცენტრალიზაციის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ სუბსიდიარობის პრინციპი: გაუმართლებელი იქნება, თუ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ხელისუფლებას დაეკისრება იმისი გაკეთება, რისი გაკეთებაც შეუძლია უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ სახელისუფლებო ორგანოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას, რომელსაც მართავენ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილობრივი საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემათა დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვისა და საკუთარი თანასაზოგადოების ბედზე პასუხისმგებლობის გამოვლენის შესაძლებლობა.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება შესავალის, ხუთი საკვანძო თავის, ათი ქვეთავისა და დასკვნისაგან. დასკვნების გაკეთებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც აქამდე არსებულმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა კვლევებმა, ასევე ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელსაც დაეფუძნა შემუშავებული რეკომენდაციები.
Subjects

ადგილობრივი თვითმმართ...

არჩევნები

Degree Name
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline
საჯარო მმართველობა
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro takidze.pdf

Description
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიზანი და როლი დემოკრატიზაციის პროცესში
Size

814.54 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):0c8e984f82b175344aca1c3297fed58c

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings