Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. განზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებში
 
  • Details
Options

განზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებში

Date Issued
2019
Author(s)
გამხიტაშვილი, გიორგი  
Advisor(s)
თოდუა, ნონა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1087
Abstract
როგორც ცნობილია, საფრთხის დელიქტებს, თავისი განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სისხლის სამართლის კოდექსში. მათი განსაკუთრებულობა კი, პირველ რიგში, გამომდინარეობს იმ როლიდან, რომლის შესასრულებლადაც გახდა საჭირო მათი დანერგვა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. კერძოდ, აქ ხაზგასასმელია, საფრთხის დელიქტების მიერ დასაცავი ობიექტების ღირებულება და სახელმწიფოს მიერ მათი უსაფრთხოდ არსებობის უპირობოდ უზრუველყოფა. ეს ფუნდამენტური ღირებულებები გახლავთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთა ხელყოფისაგან წინარე ეტაპზე დასაცავადაც კანონმდებლის მიერ შემოღებულ იქნა ზოგადი დელიქტისაგან განსხვავებული შემადგენლობები - საფრთხის დელიქტების სახით. სწორედ ამ უკანასკნელთა მიერ დასაცავი სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი ობიექტური მხარის აგებულება გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. კერძოდ, კლასიკური დელიქტებისაგან განსხვავებით, მათი დისპოზიცია გამოიხატება ქმედების განხორციელებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ ამა თუ იმ სიკეთეს (კონკრეტული საფრთხის დელიქტები) ან ამ ქმედების ჩადენა იმთავითვე, ორგანულად დაკავშირებულია საფრთხის წარმოქმნასთან (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები). ანუ ქმედების განხორციელებასა და საფრთხის წარმოქმნას შორის არ არსებობს დროის ინტერვალი. ესე იგი ქმედება თავისი საშიში თვისებებიდან გამომდინარე, იმთავითვე საფრთხის წყაროდ გვევლინება. სწორედ აქედან გამომდინარე, საინტერესოა, განზრახვისა და გაუფრთხილებლობის, როგორც ბრალის ფორმების, შეთავსების საკითხის განხილვა საფრთხის დელიქტებთან. გასარკვევია, რამდენად სრულადაა წარმოდგენილი ბრალის თითოეული ფორმა კონკრეტულ და აბსტრაქტულ საფრთხის დელიქტებში, ხომ არ არსებობს გარკვეული პრობლემა განზრახვის ან გაუფრთხილებლობის რომელიმე სახის გამოყენებისას საფრთხის დელიქტებში? ეს საკითხი იმსახურებს ვიწროდ, კონკრეტულად ამ კუთხით გამოკვლევას, ვინაიდან საფრთხის დელიქტების თავისებურების გარდა, ბრალის ფორმებსაც გააჩნიათ მათთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნები, რომლებიც დღემდე სხვადასხვანაირად არის გაგებული როგორც ქართულ, აგრეთვე, უცხოურ სამეცნიერო იურიდიულ ლიტერატურაშიც.
Subjects

საფრთხის დელიქტები

განზრახვა

გაუფრთხილებლობა

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro gamkhitashvili.pdf

Description
განზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებში
Size

877.66 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):90e8a17b6342f43555210911c616ddb5

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact