Options
არასრულწლოვნის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
ახალი თაობა ნებისმიერი სახელმწიფოს მომავალს წარმოადგენს, ამდენად ახალგაზრდების შესაბამისი აღზდა და სოციუმის სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება საზოგადოების უმთავრები ამოცანაა. ამდენად არასრულწლოვანთა მიერ სახელმწიფოსა და სოციუმის მიერ დადგენილი წესრიგის (მართლწესრიგის) დარღვევა და მასზე შესაბამისი რეაგირება განსაკუთრებით დელიკატური საკითხია, რომლის სწორად გადაწყვეტაზე ბევრია დამოკიდებული, ვინაიდან არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ ქმედებაზე არაზომიერი რეაგირება ისევ სოციუმს დააზარალებს, მიიღებს რა სამომავლოდ ფსიქოლოგიურად არასწორად განვითარებულ წევრს.
ბუნებრივია ადამიანის განვითარება და ჩამოყალიბება რთული პროცესია, ზრდასრულ ადამიანად გახდომა, რომელიც ასევე პატივს სცემს საზოგადოების სხვა წევრებს და მონაწილეობს მართლწესრიგის შექმნაში გარკვეულ ზემოქმედებასაც მოითხოვს, რომელიც აღზრდაში და სხვა ღონისძიებებში ვლინდება, მაგრამ სხვადასხვაგლობალური ფაქტორები, სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მორალის და კულტურის სხვადასხვა გრადაციები თუ სხვადასხვა ფაქტორები, უპირველესად სწორედ არასრულწლოვანებზე აისახება, როგორც სოციუმის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილზე, შესაბამისად არ არსებობს სახელმწიფო, რაოდენ მაღალგანვითარებულიც არ უნდა იყოს, სადაც არ იარსებებდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები.

File(s)
Loading...
Name
samagistro tsirkvadze.pdf
Description
არასრულწლოვნის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
Size
594.96 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):5be27454d28c8296628c66592c428b53