Publication:
მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში (აჭარის რეგიონის მაგალითზე)

Thumbnail Image

Date

2019

Authors

კახაძე, ზეინაბ

Journal Title

Journal ISSN

Volume Title

Publisher

Research Projects

Organizational Units

Journal Issue

Abstract

მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ მნიშვნელოვავან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, იგი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, დიდი რაოდენობით „შთანთქავს“ დაუსაქმებელ მუშახელს, ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ამცირებს სიღარიბეს, ქმნის გარემოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისთვის, არის სტიმული მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, იგი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, იგი ძირითადად დაბალ და საშუალო ფენაზეა ორიენტირებული. მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებისა და მისი შემაფერხებელი მიზეზების დადგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნისა და რეგიონების განვითარებისთვის სწორედ ამ მიზნით ჩატარდა კვლევა. ჩატარებული კვლევის მონაცემების შეჯამების საფუძველზე მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მომზადდა პრაქტიკული და თეორიული სახის რეკომენდაციები.

Description

Keywords

მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკა, საქართველო, აჭარა

Citation