Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრინციპის გათვალისწინება პირობით ვადამდე გათავისუფლებისას
 
  • Details
Options

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრინციპის გათვალისწინება პირობით ვადამდე გათავისუფლებისას

Date Issued
2019
Author(s)
ჟღენტი, მარიამ  
Advisor(s)
შალიკაშვილი, მორის  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/975
Abstract
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ეწოდება მოზარდის მიერ დანაშაულის
აღნიშნული პროცესი მოიცავს
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ურთიერთობას სამართალდამცავ
ორგანოებთან, პრობაციის სააგენტოებთან, სასამართლო სტრუქტურებთან, სამთავრობო
უწყებებთან, ასევე მოზარდის აღზრდისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებს
პენიტენციურ სისტემაში.
ჩადენიდან მის რესოციალიზაციამდე პროცესს.

არასრულწლოვანს არ გააჩნია ნებელობითი და ინტელექტუალური სიმწიფე,
ფსიქიკის სტაბილური მდგომარეობა და თავისი ქმედების სათანადო გააზრების უნარი.

აღნიშნული გარემოებები არასრულწლოვანს არ აძლევს შესაძლებლობას სწრაფად
გაერკვეს სიტუაციაში, აირჩიოს სწორი, მართებული ორიენტაცია და მიიღოს ისეთი
გადაწყვეტილება, რომელიც სრულ თანხვედრაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
არასრულწლოვნები სრულწლოვნებისაგან განსხვავდებიან გონებრივი და ფიზიკური
განვითარების დონით. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს
მოზარდთა მიმართ მართლმსაჯულების განსხვავებული სისტემის შექმნის საფუძველს.
არასრულწლოვანთა დანაშაული არის ნორმალური, ეპიზოდური და ყველა დროში
გავრცელებული.
ამავე დროს, თავისუფლების აღკვეთას მძიმე შედეგები მოაქვს
გარდატეხის ასაკში მყოფი არასრულწლოვნისათვის. ბავშვების მიერ განხორციელებულ
დანაშაულზე საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაქცია ხშირად გამოიხატება მათ
მიმართ რეპრესიების გაძლიერებით, სანქციების გაზრდით, პასუხისმგებლობის ასაკის
შემცირებით.
გამოსავალი კი პრობლების არსის შესწავლაში შეიძლება ვეძიოთ, გამოვიკვლიოთ
თუ რატომ ჩადის არასრულწლოვანი დანაშაულს, რა გარემოებები უბიძგებს მას
კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისაკენ, შევისწავლოთ დანაშაულის ჩამდენი
არასრულწლოვნის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი წარსული ცხოვრება,
საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო. აღნიშნული გარემოებების
შესწავლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
Subjects

არასრულწლოვნის საუკეთ...

პირობით ვადამდე გათავ...

განმეორებითი დანაშაულ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro zhgenti.pdf

Description
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრინციპის გათვალისწინება პირობით ვადამდე გათავისუფლებისას
Size

646.95 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):c30cd86d035605986dbb79127f9c690e

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact