Options
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მართვის თავისებურებანი
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრების უფლება მისი განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე კლასიკური საკუთრების უფლებისგან განსხვავდება, რადგან საკუთრება შეიძლება განხილულ იქნას ერთგვარ ფიქციად, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსი არ ცნობს ცალკე საკუთრების უფლებას ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე უხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ვინაიდან, სახლის ცალკეული ბინა ამ სახლის არსებითი შემადგენელი ნაწილია და მასზე ვრცელდება საკუთრების უფლება, სწორედ ეს არის 150-ე მუხლით დადგენილ გამონაკლისი, ამდენად აღნიშნული საკითხი მეტად საინტერესოა.
საცხოვრებელი ერთეულის უფლება მრავალსართულიან ნაგებობებში ქრისტიანულ ერამდე რამდენიმე ათასი წლის წინაც არსებობდა აღმოსავლეთ სამართლებრივ სისტემაში, კერძოდ, ეგვიპტეში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში. მასში საუბარია საცხოვრებელ ერთეულზე საკუთრების უფლების გადაცემაზე ქმრის მიერ საკუთარი მეუღლისთვის.
საქართველოში 1991 წლის მასობრივი პრივატიზაციის შედეგად, რეზიდენტებს კერძო საკუთრებაში გადაეცათ ბინები, რომლებშიც ცხოვრობდნენ და შესაბამისად, მათი მართვაც თავადვე უნდა განეხორციელებინათ. ბინის მაცხოვრებლები გახდნენ ბინათმესაკუთრეები და ბინის მოვლა-პატრონობაც მათივე პასუხისმგებლობა გახდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა შორის ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. იგი რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

File(s)
Loading...
Name
samagistro kapanadze.pdf
Description
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მართვის თავისებურებანი
Size
961.16 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):e704bc1b8ebbc118b8b0db0b316aaeae