Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. პერსონალური მონაცემები როგორც სანაცვლო შესრულება ინტერნეტით დადებულ ხელშეკრულებებში
 
  • Details

პერსონალური მონაცემები როგორც სანაცვლო შესრულება ინტერნეტით დადებულ ხელშეკრულებებში

Date Issued
2019
Author(s)
ფიფია, ეკატერინე  
Advisor
გუგუნავა, დიმიტრი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1041
Abstract
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ძირეული ცვლილებები გამოიწვია
მთელ საზოგადოებაში და „ინტერნეტიზირებულ ეპოქაში“ მოგვიყვანა. ბუნებრივია,
ინტერნეტმა გავლენა იქონია კანონმდებლობაზეც.
ბოლო ხანებში განსაკუთრებულად აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს
პერსონალური მონაცემების კომერციალიზაციაზე. მრავალი ციფრული შინაარსის მქონე
პროდუქტი თუ მომსახურება ინტერნეტში ხშირად „უფასოდ“ არის შემოთავაზებული.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ სანაცვლოდ არაფერს ვიხდით. მართალია
მომხმარებელი არ აკეთებს ფულად განაცემს მიღებული ციფრული შინაარსის მქონე
პროდუქტისთვის, მაგრამ ხშირად ის ვალდებულებას ასრულებს თავისი პერსონალური
მონაცემებით სარგებლობის უფლებების გადაცემის გზით. ასეთი პერსონალური
მონაცემები შეიძლება იყოს ისეთი მონაცემები, როგორიცაა სახელი, სქესი, დაბადების
თარიღი, ასევე ადგილსამყოფელი და მრავალი სხვა.
პერსონალური მონაცემები შესაძლებელია მრავალმხრივ გამოყენებულ იქნეს
კომერციული მიზნებისთვის. ხშირად მეწარმეები მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს
იყენებენ იმისათვის, რომ რეკლამები უფრო ეფექტური და სამიზნე ჯგუფზე
ორიეტირებული გახადონ. ამით მეწარმე ეკონომიკურ სარგებელს იღებს და სათაური
„უფასო“ მხოლოდ აბნევს მომხმარებელს. პერსონალური მონაცემებით „გადახდის“
თვალსაჩინო მაგალითია „ფეისბუქზე“
, „ტვიტერზე“
ან სხვა სოციალურ ქსელში
რეგისტრაცია, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ ამ მონაცემების მარკეტინგული
ან სხვა მიზნებით დამუშავებაში.
ამდენად, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას, ციფრული შინაარსის
უზრუნველყოფა პერსონალური მონაცემების სანაცვლოდ უსასყიდლოდ ხდება თუ არა და
პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლოა თუ არა განხილულ იქნეს სანაცვლო
შესრულებად.
პერსონალური მონაცემების კომერციალიზაცია ფიზიკური პირებისთვის წარმოშობს
ახალ რისკებს, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს სამართლებრივმა წესრიგმა.
დღესდღეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი კონცენტრირებულია
პირადი უფლებების დაცვაზე და არა ვაჭრობის სამართლიანობაზე. ამიტომაც დასადგენია,
რა მოცულობით იცავს მომხმარებელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი,
საკმარისია თუ არა არსებული დაცვა და საჭიროა თუ არა ახალი რეგულაციების შემოღება.
Subjects

ინტერნეტში დადებულ ხე...

პერსონალური მონაცემებ...

დამატებითი სამართლებრ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro phiphia.pdf

Description
პერსონალური მონაცემები როგორც სანაცვლო შესრულება ინტერნეტით დადებულ ხელშეკრულებებში
Size

368.75 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):7218ada2ceb38c2263b4b7cd26ee4480

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings