Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა და აღსრულებადობა ქართული სამართლის მიხედვით
 
  • Details
Options

საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა და აღსრულებადობა ქართული სამართლის მიხედვით

Date Issued
2019
Author(s)
ქემხაძე, ნატალი  
Advisor(s)
მაჩაიძე, ოთარ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1031
Abstract
არბიტრაჟი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) მექანიზმის
წარმოადგენს. ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ პარალელურად
გამოიწვია სამართლებრივი ურთიერთობებისა და რეგულაციების დახვეწა.
მსოფლიოში არსებულმა გლობალიზაციის პროცესმა, ასევე, ეკონომიკური
ურთიერთობის განვითარებამ გავლენა იქონია კერძოსამართლებრივი დავების
განხილვის ფორმებსა და წესებზე
. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრაჟი
მოქმედებს სასამართლო სტრუქტურის ფარგლებს გარეთ, შეიქმნა
სამართლებრივი ჩარჩოების შემუშავების აუცილებლობა მისი ეფექტური და
მიზნობრივი ფუნქციონირებისათვის. არბიტრაჟის წესით საქმის განხილვა
აღიარებული პროცედურაა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, სადაც
დავის საგანს წარმოადგენს ქონებრივი ურთიერთობები. არბიტრაჟი (შესაძლო)
დავის მხარეებს სთავაზობს სასამართლო პროცესზე უფრო სწრაფ და
ფინანსურად ხელსაყრელ წესებს, სასამართლოსთვის დადგენილი წესების
გვერდის ავლით.
არბიტრაჟი საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს და უკანასკნელი ოცდაორი
წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გზა განვლო. 2009 წელს “არბიტრაჟის
შესახებ” საქართველოს კანონმა განიცადა ცვლილებები, რის შედეგადაც იგი
მეტად მოერგო თანამედრო სამართლებრივი ურთიერთობების მოთხოვნებს და
მხარეთა ინტერესების დაცვა ბევრად მოსახერხებელი გახდა. ძირითად წყაროს
რაღა თქმა უნდა წარმოადგენს “არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონი.
დღეის მდგომარეობით საარბიტრაჟო შეთანხმების ცნების რეგულირების
ნაწილში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ითვალისწინებს
ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებას, რაც რაღა თქმა უნდა დადებითად აისახება
თავად არბიტრაჟის ფუნქციონირებაზე და შესაბამისი პრაქტიკის
ჩამოყალიბებაზე. საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა თავისი არსით
გამორიცხავს დავის განხილვის შესაძლებლობას სასამართლოს მიერ, ამდენად
მხარეთა ნება ნათლად და კონკრეტულად უნდა იყოს დაფიქსირებული
შეთანხმებაში. რამდენადაც დავის განხილვის შესახებ შეთანხმება შესაძლოა
არსებობდეს როგორც ხელშეკრულების ნაწილის, ასევე ცალკეული დათქმის
სახით, აღნიშნულს არ აქვს მნიშვნელობა მისი აღსრულებისათვის.
Subjects

საარბიტრაჟო შეთანხმებ...

საარბიტრაჟო შეთანხმებ...

საარბიტრაჟო შეთანხმებ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro kemkhadze.pdf

Description
საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა და აღსრულებადობა ქართული სამართლის მიხედვით
Size

574.21 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):3fa6d8de17ce53353a9b028c128f71df

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact