Options
სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების თავისებურებანი
Date Issued
2019
Author(s)
Advisor(s)
Institution
Faculty
Abstract
ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასამართლო წესით ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა გარან-ტირებულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით. სასამართლო დაცვის უფლება არის ყველა დანარჩენი უფლება თავისუფლების განხორციელების აუცილებელი გარანტია, რომელთა დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მიხედვით, მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებების ეფექტიან აღდგენას. სასამართლოს დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს ნებისმიერი პირის არა მხოლოდ შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ ასევე, სასამართლოს ვალდებულებას, მიიღოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. უფლების სასამართლო წესით დაცვა ასევე, უზრუნველყოფილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიღებამდე, საქმეთა განხილვა დაკავშირებული იყო რთულ პროცედურებთან, რაც საბოლოოდ აჭიანურებდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად, მის აღსრულებას. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უფრო თანაფარდობაშია არსებულ სამართლის რეალიებთან, რაც გულისხმობს, რომ ეფექტიანად უზრუნველყოფს საქმეთა დროულად განხილვას, საბოლოოდ კი, ეკონომიის პრინციპისა და მხარეთა უფლებების დაცვას ემსახურება
Degree Name
Master of Law in Private Law
Degree Discipline
კერძო სამართალი
File(s)
Loading...
Name
Samagistro Giorgi Lashxia.pdf
Description
სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების თავისებურებანი
Size
507.48 KB
Format
Adobe PDF
Checksum
(MD5):3a341c99e7d2981d970c525b8d3084a7