Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Browse by Subject

Browsing by Subject ",,ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია’’"

Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
  • Loading...
    Thumbnail Image
    Some of the metrics are blocked by your 
    consent settings
    Publication
    საოჯახო დავების განხილვის საპროცესო სამართლებრივითავისებურებანი, როგორც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის წინაპირობა
    (Ivane Javakhishvili Tbilisi State University, 2019)
    ლაზარაშვილი, ქეთევან  
    ;
    ზარნაძე, ეკა  
    ;
    Faculty of Law  
    ;
    Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
    არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საერთაშორისო და აქედან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფუნდამენტური სტანდარტია. მნიშვნელოვან, საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ამომწურავად გვთავაზობს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია'' წარმოადგენს. აღნიშნული კონვენციის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთხმად აღიარებენ ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის მნიშვნელობას კაცობრიობის წინაშე. ოჯახის განსაკუთრებულ წევრებს ბავშვები წარმოადგენენ, რომელთა აღზრდასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, მათ საჭირო დაცვასა და ხელშეწყობაზე, პასუხისმგებლობას როგორც არასრულწლოვანის მშობლები და მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე სახელმწიფო კისრულობს. ბავშვი მისი პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისათვის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, რომლებიც არასრულწლოვანთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დარღვევას უკავშირდება. სახელმწიფო ამ დროს განსაკუთრებული პასუხიმგებლობის მატარებელ სუბიექტად გვევლინება. არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებული თითოეული საკითხი გულისხმიერებას და ასეთი უფლებების დარღვევის განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს. შესაბამისად, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლება ჩართულია საზოგადოების ამ მნიშვნელოვანი წევრების ინტერესთა დაცვის პროცესში. საოჯახო დავები სფეციფიურობით ხასიათდება, რაც განსაკუთრებით არასრულწლოვნების უფლებებსა და ინტერესებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს ვლინდება. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, საოჯახო დავების განხილვის საპროცესო სამართლებრივი თავისებურებების, როგორც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის წინაპირობის არსის განსაზღვრა და ასეთ დავებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოკვეთა, მისი აღმოფხვრისათვის აუცილებელი გზების ძიება. ნაშრომში განხილული საკითხები შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ დებულებებს, რომელთა შესაბამისადაც მეტნაკლებად სისრულეშია მოყვანილი საქართველოს მოქმედი, რეალობის ამსახველი კანონმდებლობა.
      223  1949
Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact