გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/992
სათაური: ონლაინ არბიტრაჟის როლი ბიზნეს დავებში
ავტორები: ჭადაშვილი, ზაზა 
ხელმძღვანელი: ცერცვაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დავების ონლაინ გადაწყვეტა
ონლაინ არბიტრაჟის დეფინიცია
საარბიტრაჟო შეთანხმება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი შეეხება ონლაინ არბიტრაჟის როლს
ბიზნეს დავებში. ყურადღება გამახვილებული იქნება იმ დეტალებზე, თუ რა
ცვლილებების შეტანა შეუძლია ონლაინ არბიტრაჟს ბიზნეს სამყაროში,
რატომ არის აღნიშნული ინსტიტუტი ახალი სიტყვა დღევანდელი
მოცუმულობით და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ამ
ინსტიტუტით სარგებლობა. ასევე საუბარი იქნება მის დადებით და
უარყოფით მხარეებზე, სამომავლო პერსპექტივაზე და ონლაინ არბიტრაჟის,
როგორც დავის გადაწყვეტის საშუალების ეფექტურობაზე. საუბარი მექნება
იმ ტენდენციებზე და გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დააყენა
ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების განვითარებამ.
ნაშრომის შესავალ ნაწილში ვისაუბრებ საკითხის აქტუალობაზე, კვლევის
ფარგლებზე, კვლევის მეთოდებზე და ასევე მიმოვიხილავ ნაშრომის
სტრუქტურას.
სანამ ნაშრომის ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა
აღინიშნოს, თუ რა როლი აქვს ონლაინ არბიტრაჟს ბიზნეს სამყაროში და
რატომ არის ეს ინსტიტუტი შესასწავლად აქტუალური საკითხი. მსოფლიოს
ისეთი ქვეყნები, რომლებიც აქტიურად ცდილობენ დანერგონ
ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენება სხვა და
სხვა სფეროებში რიგი პროცედურების გასამარტივებლად,
დაინტერესებულები არიან მიაგნონ დავის გადაწყვეტის ისეთ საშუალებებს,
რომლებიც იქნებიან როგორც მომხმარებლებისთვის დროისა და ფინანსური
რესურსების დაზოგვის საშუალებები, ასევე ეფექტური და დახვეწილი
ინსტიტუტები, რომლებსაც ექნებათ საშუალება მომხმარებლებს შეთავაზონ
რეალური მექანიზმი დავის მოგვარებისა, ისეთი რესურსით, რომ
კონკურენცია გაუწიოს დავის მოგვარების ტრადიციულ მეთოდებს, იქნება ეს
სასამართლო სისტემები, თუ დავის მოგვარების ალტერნატიული
საშუალებები ოფლაინ სერვისები. რა თქმა უნდა ესეთი ქვეყნების რიგებში
არის საქართველოც, რომელიც ყოველთვის პროდუქტიულად ითვისებდა
ელექტრონულ საშუალებებს და ნერგავდა სხვადასხვა სფეროებში.
დღევანდელი რეალობა არის უტყუარი დამადასტურებელი იმისა, თუ
როგორ შეიძლება ინფორმაციული ტექნოლოგიების პრაქტიკაში რეალიზება
ისე, რომ შეძლოს ღირსეული განვითარების წინაპირობების შექმნა
საზოგადოებაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/992
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chadashvili.pdfონლაინ არბიტრაჟის როლი ბიზნეს დავებში936.18 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

121
checked on May 18, 2024

გადმოწერა

550
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.