Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/908
Title: მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის ფარგლები და მათი დაკმაყოფილების წესი
Authors: შაბაშვილი, ანი 
Advisor: ხარაიშვილი, ანა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: მემკვიდრეობის მიღება
კრედიტორთა მოთხოვნის ფარგლები
დაკმაყოფილების წესი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ჩემს ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებ ქართულ სამართალში
მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ
პრობლემებზე. ეს საკითხი მეტად აქტუალური და პრობლემურია
დღევანდელ რეალობაში, ვინაიდან დღითი-დღე იზრდება ვალდებულებითსამართლებრივი

ურთიერთობების რიცხვი. უფრო და უფრო იზრდება
ერთმანეთის მიმართ ფულადი და თუნდაც სხვა სახის ქონებრივი
ვალდებულებების მქონე პირთა რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში
მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილება უამრავ
წინაღობას აწყდება, რაც, თავის მხრივ, ვფიქრობ არსებული კანონმდებლობის
ხარვეზებთან და სისუსტეებთანაც არის დაკავშირებული.
თემის მიზანს წარმოადგენს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების
გამოვლენა და მათ გადასაჭრელად ოპტიმალური გზების შეთავაზება.
ნაშრომში განხილულ თემატიკასთან დაკავშირებით მოცემულია, როგორც
ქართული, ასევე უცხოური მასალა, სტატიები, ნაშრომები და ა.შ. ნაშრომში
ძირითადად გამოყენებულია შედარებით სამართლებრივი მეთოდი, ასევე
გამოყენებული იქნება ანალიტიკური კვლევის მეთოდი და განხილულ
თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის შედარებითი ანალიზი.
იქიდან გამომდინარე, რომ ნაშრომის პირველი ნაწილის შესავალს
წარმოადგენს, ყურადღებას გავამახვილებ მეორე ნაწილზე, რომელშიც
გადმოცემულია სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდრო ქონების დადგენასთან
და მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მიმართება
კრედიტორის ინტერესებთან. ნაშრომის მესამე ნაწილი ეხება უშუალოდ
კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ქართულ სამართალში არსებულ
რეალობას და იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება კრედიტორებს შეექმნათ
მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში.
ნაშრომის მეოთხე ნაწილში განხილულია, თუ, როგორ ხდება კრედიტორთა
ინტერესების დაცვა, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში. ხოლო მეხუთე
ნაწილში მოცემულია კრედიტორთა ინტერესების დაცვის მსოფლიოში
აღიარებული გზა, კერძოდ სამკვიდროს დაცვა, რომელიც ქართულ
პრაქტიკაში, სამწუხაროდ, არ გამოიყენება კრედიტოთა ინტერესების
დასაცავად.
URI: https://openscience.ge/handle/1/908
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro shabashvili.pdfმამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის ფარგლები და მათი დაკმაყოფილების წესი923.94 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

107
checked on Jun 9, 2024

Download(s)

1,302
checked on Jun 9, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.